ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა

🔰მიმდინარეობს რეგისტრაცია ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამაზე 5-17 წლის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის!

📖 ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა აერთიანებს ორ მიმართულებას, სადაც შეხვედრების თემატიკა და მიდგომები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას. 

📚 ლიტერატურის მიმართულებით შეხვედრებზე მოსწავლეები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამა დატვირთულია ზღაპრებით, იგავებით, მითებით, კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე  ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

🎯ლიტერატურული შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება მოიცავს კომპლექსურ საკითხებს. ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტდამოკიდებულება…)
მეგობრულ და თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

📣 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქციისათვის.

🔔მონაწილეები ჯგუფებში ნაწილდებიან  ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: ✔ 5-6 ✔ 7-8  ✔9-10 ✔ 11-12 ✔13-14 ✔15-17

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).

💵ყოველთვიური გადასახადი (4 შეხვედრა) – 190 ლარი

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

🔖 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%- ფასდაკლება. 

📌 მისამართები: თ. იოსებიძის 57, ი. გამრეკელის 41 (ნუცუბიძის ქუჩა), მირიან მეფის 67.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

Play Video