საზაფხულო ბანაკი

ქქ

🥁 აზრაკის საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია იწყება!

 

🎆 წარმოგიდგენიათ ტომ სოიერსა და ჰეკლბერი ფინს მდინარე მისისიპის ნაპირებზე მეკობრეებივით რომ არ ეხეტიალათ, პროფესორ არონაკსს წყალქვეშ 80000 კილომეტრზე ჩაძირული ნაუტილიუსიდან არ გამოეღწია, ცნობილი ხუთეული განძის კუნძულისაკენ გზას რომ არ გადგომოდნენ, რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება ?  

 

⛺ სწორედ ამიტომ, აზროვნების აკადემია სრულიად ახალ და დაუვიწყარ თავგადასავალში სამოგზაუროდ გიწვევთ!

 

🎯 აზრაკის საზაფხულო ბანაკში მოზარდები იმოგზაურებენ სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში, იმსჯელებენ საინტერესო საკითხებზე, ლიტერატურულ ტექსტებზე, საკუთარ თავს გამოცდიან უამრავ სხვადასხვა ამპლუაში, წაიკითხავენ, დაწერენ, შეიძენენ ახალ მეგობრებს და დაუვიწყარ მოგონებებს დააგროვებენ. 

 

👇 ბანაკში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა ახალ გარემოში ადაპტაცია და თანმდევი სირთულეები; შიში, რისკი, გამბედაობა; მოტივაცია და ცნობისმოყვარეობა – ფსიქოლოგიის მოდულის ფარგლებში; ლიტერატურული თავგადასავალი, სათავგადასავლო ამბების მოყოლა, შემოქმედებითი წერა – ლიტერატურის მოდულის ფარგლებში. 

 

💡 აქტივობები ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და მიზნად ისახავს მონაწილის ინტერესების გათვალისწინებით მის მთლიან ჩართულობას პროცესში.

 

☀️ ბანაკი, ასევე, გთავაზობთ სპორტულ თამაშებსა და შეჯიბრებებს, თეატრალურ პერფორმანსებს, კინო-ჩვენებებს, ინტელექტუალურ შეჯიბრებს,ვორქშოპებს, სახელოვნებო, გასართობ, გუნდურ აქტივობებს, წვეულებებს და კიდევ უამრავ სიურპრიზს.

 

✅ თემატურ სატრენინგო შეხვედრებს უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები და პედაგოგები, სხვა გუნდურ აქტივობებს უძღვებიან გამოცდილი ლიდერები. 

 

👉 ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ – 9-17 წლის მოზარდებს, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში გადანაწილდებიან.

 

🕐ბანაკის ხანგრძლივობა – 6 ღამე, 7 დღე

თარიღები: 

➡️ I ნაკადი – 22 ივნისი – 28 ივნისი 

➡️  II ნაკადი – 1 ივლისი – 7 ივლისი 

 

🔸საფასური: 1580 ლარი

🔸ლოკაცია – ცემი, სასტუმრო კომპლექსი “განთიადი”

👇 ღირებულებაში შედის:

📍ტრანსპორტირება (თბილისი – ცემი, ცემი – თბილისი)

📍 სასტუმროში განთავსება

📍 სამჯერადი კვება

📍 24 საათიანი ექიმის მომსახურება

📍 დაცვა და უსაფრთხოება, პერიმეტრის მუდმივი კონტროლი

📍 ტრენინგები, ვოქრშოპები

📍 სპორტული ღონისძიებები

📍 საცურაო აუზი

📍გასართობი გუნდური აქტივობები

📍 ინტელექტუალური გუნდური აქტივობები

📍 წვეულებები

📍 ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

🔹 აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლისა და მოზარდების სხვა კურსების მოქმედი მოსწავლეებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.

🔹 დედმამიშვილებზე მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.

🔹 10 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ მათაც, ვინც არ დადის საკვირაო სკოლაში, თუმცა აზროვნების აკადემიის ზაფხულის ან ზამთრის ბანაკის მონაწილე ყოფილა. 

 

✍️ ბანაკში რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობისათვის მხოლოდ რეგისტრაცია არ არის საკმარისი, თითოეულ მონაწილესთან ბანაკში გამგზავრებამდე ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.

📌დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

📩 azrakischool@gmail.com