რობოტიკა
🔰 რობოტიკა არის ინოვაციური და საინტერესო სფერო, რომელიც ბავშვებს ეხმარება ტექნოლოგიური და სამეცნიერო უნარების განვითარებაში. ადრეული ასაკიდან რობოტიკის შესწავლა ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორებიცაა:
🔸 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
🔸 პრობლემების გადაჭრის უნარი
🔸 კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება
🔸 პროგრამირების საფუძვლების გაგება
🔸 ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავება
🧩 კურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით ბავშვებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორებიცაა:
🔸 კრიტიკული აზროვნება
🔸 გუნდური მუშაობა
🔸 პროექტების დაგეგმვა და მართვა
🔸 ტექნიკური უნარ-ჩვევები
🔸 სამეცნიერო კონცეფციების პრაქტიკული გამოყენება
🔸 კომუნიკაციის უნარი
🔸 თვითშემეცნება და თვითშეფასება
🔸 პრეზენტაციის უნარი
🎯კურსის მიზანი:
კურსი მიზნად ისახავს ბავშვებში ტექნოლოგიური ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, ლოგიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარის, კრეატიულობისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, ასევე პროგრამირების საფუძვლებისა და რობოტების მუშაობის პრინციპების გაცნობას.
📣ასაკობრივი კატეგორია:
5-6 წლის ჯგუფი
7-8 წლის ჯგუფი
9-10 წლის ჯგუფი
📌 კურსის ფორმატი:
📒 ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ინდივიდუალურ მიდგომას. ბავშვები იმუშავებენ პატარა გუნდებში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის, იდეების გაზიარების, პრობლემების ერთობლივად გადაჭრის უნარების განვითარებას. ამავდროულად, გათვალისწინებული იქნება ყოველი ბავშვის ინდივიდუალური ინტერესები და შესაძლებლობები
🧩კურსში შემავალი აქტივობები:
🔧 რობოტების აწყობა – ბავშვები ისწავლიან მარტივი რობოტების აწყობას სპეციალური კონსტრუქტორების გამოყენებით.
💻 პროგრამირების საფუძვლები – გაეცნობიან ვიზუალური პროგრამირების ენებს და ისწავლიან მარტივი კოდების შექმნას.
⚡ საბაზისო ელექტრო ინჟინერია – სახალისო ფორმით გაეცნობიან ელექტრობის საფუძვლებს, ააწყობენ მარტივ ელექტრულ წრედებს და შექმნიან პატარა პროექტებს.
🕹️ პიქსელური თამაშების შექმნა – ისწავლიან მარტივი პიქსელური თამაშების დაპროგრამებას, რაც ხელს შეუწყობს კრეატიულობისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
🧠 ლოგიკური თამაშები – გამოიყენებენ ლოგიკურ თამაშებს და გამოცანებს რობოტიკის კონცეფციების უკეთ გასაგებად.
🎨 კრეატიული პროექტები – შექმნიან საკუთარ რობოტებს და გამოიგონებენ მათთვის დანიშნულებებს.
🔬 სამეცნიერო ექსპერიმენტები – ჩაატარებენ მარტივ ექსპერიმენტებს რობოტების მუშაობის პრინციპების გასაგებად.
🏆 რობოტების შეჯიბრები – მონაწილეობას მიიღებენ სახალისო შეჯიბრებებში საკუთარი აწყობილი რობოტებით.
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი
🔖 კურსის საფასური : 1 თვე (4 შეხვედრა) – 160 ლარი.
🔖კურსის საფასურის სრულად (15 შეხვედრის) გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:0322 15 15 40