საზაფხულო სკოლა
✨ აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება!
✅ თუ თქვენი შვილისთვის ჯანსაღ, უსაფრთხო, განმავითარებელ გარემოს ეძებთ ზაფხულის ცხელი დღეების მხიარულად და შემეცნებითად გატარებისთვის, მაშინ ჩვენი საზაფხულო სკოლა მოუთმენლად გელით!
☀️საზაფხულო სკოლაში თითოეული კვირის თემატიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, გაკვეთილები და აქტივობები კი კვირეულის თემის ჩარჩოს ქვეშ ერთიანდება.
📌საზაფხულო სკოლის პროგრამა განკუთვნილია 6-11 წლის მოსწავლეთათვის (6 წლის მოსწავლეს დასრულებული უნდა ჰქონდეს სკოლის I კლასი).
👉 ასაკობრივი ჯგუფები: 6-7, 8-9 და 10-11 წელი.
👉 საზაფხულო სკოლა პატარებს უმასპინძლებს 09:00 – 18:00 საათამდე
🎊საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
🎯 ფსიქოლოგია – შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია,თვითშეფასება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ემპათია. შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
🎨 არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორები.
📖 ლიტერატურა – ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეები გაეცნობიან ხალხურ თუ საავტორო ზღაპრებს, მითებს, კლასიკურ და თანამედროვე საბავშვო ტექსტებს. მრავალფეროვანი თემატური აქტივობები დაეხმარება მათ, შეძლონ ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, წაკითხულის განზოგადება, შედარება. მოსწავლეები განივითარებენ მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობისა და რეფლექსიის უნარს.
🎭 განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.
⚽ სპორტი – თამაშები, რომელიც ემოციური რეგულაციის უნარის, გუნდურობის, მსხვილი მოტორიკის განვითარებაზეა მიმართული.
🌿ეკოლოგია – მოსწავლეები მეტს შეიტყობენ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ; ისწავლიან, როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და იზრუნონ ბუნებაზე.
🚌 საზაფხულო სკოლის პროგრამა ასევე ითვალისწინებს გასვლით ღონისძიებებს
🔹ლიტერატურის კვირეული, თემატიკა – ჯოან როულინგის ჯადოსნური სამყარო
🔹 ეკოლოგიის კვირეული
🔹 მსოფლიო კულტურის კვირეული
🔹 მეცნიერების და აღმოჩენების კვირეული
🎯აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლის მიზანია, რომ მოსწავლეებს განუმტკიცდეთ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის უნარები;
🤝შეიმეცნონ ასაკობრივად საინტერესო და აქტუალური საკითხები, მრავალფეროვანი აქტივობებით და პროცესში მათი აქტიური მონაწილეობით,
🔆მხიარულად და პროდუქტიულად გაატარონ ზაფხულის დღეები.
⏰ საზაფხულო სკოლის თარიღი: 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
✍️ საზაფხულო სკოლაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
📣 გაითვალისწინეთ, რომ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.
🔖 საფასურში შედის ოთხჯერადი კვება.
🔖 საფასური: 1290 ლარი
📌 მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41 (ნუცუბიძის ქუჩასთან)
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40