ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა
✨ ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა აერთიანებს ორ მიმართულებას, სადაც შეხვედრების თემატიკა და მიდგომები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.
📚 ლიტერატურის მიმართულებით შეხვედრებზე მოსწავლეები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამა დატვირთულია ზღაპრებით, იგავებით, მითებით, კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.
🎯ლიტერატურული შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა.
💡 ფსიქოლოგიის მიმართულება მოიცავს კომპლექსურ საკითხებს. ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტდამოკიდებულება…)
მეგობრულ და თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.
აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების მიღება საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ (შაბათს ან კვირას)
შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის -1 საათი და 30 წუთი).
კურსის ხანგრძლივობა: 9.5 თვე (38 შეხვედრა)
კურსის საფასური: თვე – 195 ლარი.
სრული კურსის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20% ფასდაკლება.
დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
პროგრამა თბილისის 4 ფილიალშია წარმოდგენილი:
ვაკე – ირაკლი აბაშიძის 77;
საბურთალო – თ.იოსებიძის 57 ;
ისანი – იალბუზის ქუჩა 17 (სასტუმრო ჰილტონი);
დიდი დიღომი – მირიან მეფის 67