შეხვედრები ლიტერატურაზე


📖✨ აზროვნების აკადემია გთავაზობთ შეხვედრებს ლიტერატურაზე I-XII კლასის მოსწავლეებისთვის!
🤝 მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში ისაუბრონ ლიტერატურაზე და შეიძინონ სასკოლო გარემოსაგან სრულიად განსხვავებული გამოცდილება.
🎯 შეხვედრის ფორმატი:
შეხვედრები სრულად ინტერაქციული ფორმატისაა და არა სალექციო ტიპის, შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურად ჩართულები არიან პროცესში, მსჯელობენ, გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, სხვამენ შეკითხვებს. შეხვედრები აერთიანებს დისკუსიას, დებატებს, ლიტერატურულ და როლურ თამაშებს, ვიზუალურ პრეზენტაციებს, ტექსტის კითხვას და ინტერპრეტაციას.
💡 შეხვედრა აგებულია გამოცდილებით სწავლების მოდელზე, რაც გულისხმობს ტექსტთან პირად და ჯგუფურ წვდომას, წარმოსახვის გააქტიურებასა და განსხვავებული ხედვების თანაარსებობას.
შეხვედრები ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს.
📌 შეხვედრის თემები შეირჩევა კლასის წარმომადგენელთან/პედაგოგთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.
🎯 შეხვედრის თემა, შესაძლოა, ეხებოდეს კლასისთვის საინტერესო ნებისმიერ ლიტერატურულ საკითხს, იქნება ეს პროგრამული თუ კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, მაგალითისათვის: გმირის მოგზაურობა, ჯორჯ ორუელის დისტოპიური სამყარო, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები და ა.შ
შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ლიტერატურის პედაგოგები
🗂 შეხვედრის სტრუქტურა:
📌 1 თემატური შეხვედრა – ორი სესიის ფორმატით
⏱️ ჯამური ხანგრძლივობა: 2 საათი
💵 შეხვედრის ღირებულება: 500 ლარი
👥 ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 18-20 მონაწილე
📍 მისამართი:
აზროვნების აკადემია – თ. იოსებიძის ქ. №57
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 15 15 40