საზაფხულო ბანაკი
🥁 აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბანაკი ძველ და ახალ მეგობრებთან შესახვედრად ემზადება!
🎉 მაშასადამე, ზაფხულის მე-13 და მე-14 ნაკადებზე რეგისტრაცია გახსნილად გამოგვიცხადებია!
🔥🏕️🪵 თუ ჩვენს ბანაკში ერთხელ მაინც ყოფილხარ, უკვე გეცოდინება, რომ წინ საოცარი თავგადასავლები გელის, თუკი, ჯერ არასდროს, მაშინ ეს ზაფხული ნამდვილად აღარ უნდა გამოტოვო.
⛺ ნაკადი I – 1-7 ივლისი
🔸კურორტი ცემი, სასტუმრო-კომპლექსი “განთიადი”
⛺ ნაკადი II – 19-25 ივლისი
🔸გოდერძის უღელტეხილი, სასტუმრო “ამბასადორი გოდერძი”
🎯 აზრაკის საზაფხულო ბანაკში მოზარდებისთვის ჯანსაღი და ნდობით აღჭურვილი გარემოა, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ გამოსცადონ თავი სხვადასხვა ამპლუაში, გაიუმჯობესონ სოციალური უნარები, დატოვონ კომფორტის ზონა, დაძლიონ კომპლექსები, გამოხატონ საკუთარი თავი შემოქმედებითად თუ ინტელექტუალურად, იყვნენ ახლოს ბუნებასთან, ყოველდღიურად ისწავლონ რაიმე ახალი, გახდნენ ჯგუფის სრულფასოვანი წევრები, გაიცნონ თანატოლები, შეიძინონ მეგობრები, გაერთონ და რაც მთავარია, შეიქმნან მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
💡 აქტივობები ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და მიზნად ისახავს მონაწილის ინტერესების გათვალისწინებით მის სრულ ჩართულობას პროცესში. საბანაკე აქტივობების დროს მინიმუმამდეა დაყვანილი ტელეფონებისა თუ სხვა გაჯეტების გამოყენება.
☀️ ბანაკში გთავაზობთ სატრენინგო შეხვედრებს ფსიქოლოგიისა და ლიტერატურის მიმართულებით, სპორტულ თამაშებს, თეატრალურ პერფორმანსებს, კინო-ჩვენებებს, ინტელექტუალურ შეჯიბრებს, ვორქშოპებს, სახელოვნებო, გასართობ, გუნდურ აქტივობებს, ლაშქრობებს, წვეულებებს და კიდევ უამრავ სიურპრიზს.
✅ თემატურ სატრენინგო შეხვედრებს უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები და პედაგოგები, გუნდურ აქტივობებს უძღვებიან გამოცდილი ლიდერები.
👉 ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ – 9-17 წლის მოზარდებს, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში გადანაწილდებიან.
🕐 ბანაკის ხანგრძლივობა – 6 ღამე, 7 დღე
🔸საფასური: 1780 ლარი
👇 ღირებულებაში შედის:
📍ორმხრივი ტრანსპორტირება
📍 სასტუმროში განთავსება
📍 სამჯერადი კვება
📍 24 საათიანი ექიმის მომსახურება
📍 დაცვა და უსაფრთხოება, პერიმეტრის მუდმივი კონტროლი
📍 ტრენინგები, ვოქრშოპები
📍 სპორტული ღონისძიებები
📍 საცურაო აუზი
📍 გასართობი გუნდური აქტივობები
📍 ინტელექტუალური გუნდური აქტივობები
📍 წვეულებები
📍 ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
🔹 აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლისა და მოზარდების სხვა კურსების მოქმედი მოსწავლეებისათვის ან ზაფხულის/ზამთრის ბანაკის მონაწილეებისთვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
🔹 დედმამიშვილებზე მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
✍️ ბანაკში რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ ფორმა.
თითოეული ახალი მონაწილე ბანაკისგან საბოლოო დასტურს მიიღებს ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ.
📌დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📩 azrakischool@gmail.com