შემოქმედებითი წერის კონკურსი

saiti

“აზროვნების აკადემია” იწყებს შემოქმედებითი წერის კონკურსს 9-17 წლის მოზარდებისთვის.

🌍✍️ ხუთი ქალაქი, ორეტაპიანი თავგადასავალი, ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი, ჟანრული მრავალფეროვნება, განსხვავებული დავალებები და დაუვიწყარი გამოცდილება!

✍️ ჩვენი შემოქმედებითი წერის კონკურსი ეფუძნება იდეას, რომ წერა არის აზროვნების, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის უნივერსალური ინსტრუმენტი და არა მხოლოდ მწერლობის, როგორც პროფესიის ნაწილი.

👧👦 კონკურსი ტარდება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში:
9–10 წელი
11–12 წელი
13–14 წელი
15–17 წელი

📝 კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს. ორივე ეტაპზე მონაწილეები ადგილზე წერენ – სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, წინასწარ განსაზღვრულ დროში.

💡 ყოველი დავალება ემყარება შემოქმედებით ბიძგს, რომელზეც მონაწილე საკუთარ ტექსტს ააგებს. ეს ბიძგი შეიძლება იყოს სიტყვიერი (ფრაზა, სათაური…), ვიზუალური (ნახატი, ნივთი…) ან კონცეპტუალური (განწყობა, იდეა, სიტუაცია). მიზანი ერთია – წარმოსახვის ამუშავება და იმ ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენა, რომლითაც აღიქვამს თითოეული მონაწილე სამყაროს. ამასთან ერთად, შეთავაზებული იქნება ნამუშევრის წარმოდგენის კონკრეტული ფორმა (ჩანახატი, მონოლოგი, მოთხრობა, წერილი…).

🏙️ პირველი ეტაპი გაიმართება 6 ქალაქში. ჟიური შეაფასებს ყველა ნაშრომს და გამოავლენს ფინალისტებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

🏆 მეორე, ფინალური ეტაპი გაიმართება თბილისში. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

📊 ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ინდივიდუალური ხედვა
სტრუქტურა და თხრობის შინაგანი ლოგიკა
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები
გრამატიკა და სტილი

🎯 დავალების პირობა, ფორმა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

🏆✨ და, რა თქმა უნდა, ამ თავგადასავალს თან ახლავს გამარჯვების სიხარულიც – თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებს ელოდებათ განსაკუთრებული პრიზები:

🥇 პირველი ადგილი – “აზროვნების აკადემიის” ბანაკის საგზური და 300-ლარიანი წიგნების ვაუჩერი;

🥈 მეორე ადგილი – “აზროვნების აკადემიის”  საკვირაო სკოლის 5-თვიანი ვაუჩერი და 200-ლარიანი წიგნების ვაუჩერი;

🥉 მესამე ადგილი – “აზროვნების აკადემიის” საკვირაო სკოლის 3-თვიანი ვაუჩერი და 100-ლარიანი წიგნების ვაუჩერი.

 

🎯დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 215 15 40