აზროვნების აკადემიის ქუთაისის საკვირაო სკოლა

აზროვნების აკადემიის ქუთაისის საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია იწყება!

🔰 მონაწილეები ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
✔ 5-6 ✔ 7-8 ✔9-11 ✔ 12-14 ✔ 15-17

🔰 საკვირაო სკოლის კურსი გულისხმობს, ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის კომბინირებულ პროგრამას. მიმართულებები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.

📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.

✅ ლიტერატურული თემატიკა და მიდგომები იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთულია ზღაპრებით, იგავებით, მითებით, კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტდამოკიდებულება…)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქციისათვის.

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ შაბათ-კვირის დღეებში.
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).
🔖 ყოველთვიური გადასახადი (4 შეხვედრა) – 190 ლარი.

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

🔖  წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%- ფასდაკლება. 

📌 მისამართი: ხახანაშვილის #10, სასტუმრო სოლომონი

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40