საბავშვო ბაღი
აზროვნების აკადემიის მისიაა, შევქმნათ უსაფრთხო, თითოეული ინდივიდის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უნიკალურობის, ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, მასში არსებული პოტენციალის ხელშეწყობას და განვითარებას. გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის ხედვა ემყარება თამაშზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციას. თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრინციპის გამოყენებით ხელს ვუწყობთ ბავშვებში შემდეგი კომპეტენციების განვითარებას:
დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება
აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა;
მეტყველება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია;
ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები;
ემოციური ინტელექტი;
ნებელობა, ემპათია, თანამშრომლობა;
აზროვნება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენები.
აზროვნების აკადემიის ბაღში ვქმნით ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას, რომელიც საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებზეა ორიენტირებული. აზროვნების აკადემიის აღმზრდელებს ამ პროცესში ფასილიტატორის როლი აქვთ მორგებული, რაც ბავშვებს ფიქრისა და ანალიზის უნარს უვითარებს.
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის მთავარი ღირებულებაა:
გუნდური მუშაობა – საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად შემუშავება/დანერგვა;
ინოვაციურობა – თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
პროფესიონალიზმი – აღმზრდელ-პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი ტრენინგ-მოდულების შეთავაზება;
ღიაობა – მშობელთა ჩართულობის ზრდა, ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესახებ, მათთვის აქტუალურ და მნიშნვნელოვან საკითხებზე სალექციო შეხვედრების დაგეგმვა/ჩატარება.
ბაღს გააჩნია საგანმანათლებლო რესურსების საავტორო ბაზა;
ბაღში მიიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები; ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაა: 12-16 ბავშვი.
აზროვნების აკადემიის ბაღში ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება; ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის სასურველი და სახალისოა:
პატარებს ექნებათ ინგლისურის, ტანვარჯიშის, მუსიკის, ლიტერატურის, ხატვისა და სხვა მითოდრამული და არტ-თერაპიული აქტივობები;
მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით ბავშვებთან მუშაობს მეტყველების პედაგოგი;
დღის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოში აქტივობებს დაეთმობა;
ბავშვები დღეში ოთხჯერ ეკოლოგიურად ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს მიირთმევენ.
აღსაზრდელები სისტემატურად იქნებიან ჩართულნი გასვლით შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
აზროვნების აკადემიის ბაღი პატარებს 09:00-დან 19:00 საათამდე (18:00 საათიდან 19:00 საათამდე ბავშვები იქნებიან შერეულ ასაკობრივ ჯგუფებში) მოემსახურება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ბაღის ყოველთვიური გადასახადია 1150 ლარი.
ბაღი მდებარეობს ირაკლი გამრეკელის N41-ში (ნუცუბიძის ქუჩასთან).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 15 15 40