პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამა
რა არის ემოციური ინტელექტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ფსიქოემოციურ კეთილდღეობაში.
კვლევები ადასტურებენ, რომ, გონებრივი ინტელექტი და აკადემიური უნარების განვითარება არასაკმარისია ადამიანის წარმატებისა და მენტალური ჯანრთელობისთვის. ისეთი პიროვნული მახასიათებლებისა და უნარების განვითარება, როგორიცაა თვითცნობიერება, თანაგანცდა, საკუთარი ემოციების გაგება და რეგულაცია, სხვისი ემოციების აღქმა, კომუნიკაციის მართვა – მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის.
🔰კურსის ფარგლებში შეხვედრები ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
▶ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი.
▶ პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
▶ ქცევა, ქცევის პროგნოზირება. განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში.
▶ პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება
▶ მოტივაცია – მისი მნიშვნელობა, როგორ შევიქმნათ მოტივაცია.
▶ თვითპრეზენტაცია
▶ სხეულის ენა
▶ მიჯაჭვულობა
▶ თვითშეფასება
▶ შიშები, მათი დაძლევის გზები
▶ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია.
▶ კონფლიქტური ემოციური მდგომარეობები (სტრესი, აფექტი, ფრუსტრაცია)
▶ ემპათიის უნარის გამომუშავება
▶ემპათია, ასერტიულობა
▶პირველადი ემოციები
▶ემოციების გამოხატვის ფორმები
▶ აგრესია
▶კომპლექსები
▶მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია
▶ბრაზის მართვა
✅კურსი მოიცავს ფსიქოგანათლებასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.
🕗 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას.
🔹კურსის ხანგრძლივობა: 9.5 თვე (38 შეხვედრა)
⏳ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).
🔖 კურსის საფასური: თვე – 195 ლარი.
🔖წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
🔹აღნიშნული პროგრამა თბილისის ორ ფილიალშია წარმოდგენილი:
საბურთალო – თ.იოსებიძის 57 ;
დიდი დიღომი – მირიან მეფის 67