პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიური პროგრამა

 

 

პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიური პროგრამა 3-6 წლის ბავშვებისთვის მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების, ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას. 

 
🟠თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას, მცირე ჯგუფებში მუშაობა ისეთი პიროვნული და სოციალური  უნარების ჩამოყალიბებას, განმტკიცებას უწყობს ხელს, როგორებიცაა: გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი თავის განცდა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.
 

🌟 ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

🟩 პროგრამაში შემავალი აქტივობებია:

🎨 არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები… მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერეხებლ ფაქტორებზე.

 

🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

✅ განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია. 

🌟 5-6 წლის ბავშვებისთვის სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.

🔹 შეხვედრებს უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.

🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

🔹პროგრამის ხანგრძლივობა: 9.5 თვე

⏰ შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) ან კვირაში ორჯერ (შაბათ-კვირას).  თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წუთი.

 

 ასაკობრივი კატეგორიები : 
》3-4 წლის ჯგუფი

》5-6 წლის ჯგუფი

  🔖   თვე – კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) – 395 ლ
  🔖   თვე – კვირაში ორჯერ(შაბათსა და კვირას) – 295 ლ
  🔖   დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

   🔖   წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.  

📌პროგრამა თბილისის 5 ფილიალშია წარმოდგენილი:
🔹ვაკე
– ირაკლი აბაშიძის 77;
🔹საბურთალო –
თ.იოსებიძის 57;  ი.გამრეკელის 41.
🔹ისანი –
იალბუზის ქუჩა 17 (სასტუმრო ჰილტონი);
🔹დიდი დიღომი –
მირიან მეფის 67

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 0322 15 15 40