FAQ
ხშირად დასმული კითხვები
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის. დღეს აზროვნების აკადემია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ზრდასრულების მიმართულებას, რომელიც გთავაზობთ სალონურ საუბრებს, ლექციათა ციკლებს, კურსებს და ტრენინგებს, არაფორმალური განათლების მიმართულებით პროექტებს მოზარდებისთვის, სკოლას, საბავშვო ბაღს, გამომცემლობას, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრს, online აკადემიას.
„აზროვნების აკადემიის” მოზარდების მიმართულება გთავაზობთ: საკვირაო სკოლას, ბანაკებს, საზაფხულო სკოლას, სხვადასხვა კურსებს, ტრენინგებს, პროექტებს 3-17 წლამდე ბავშებისთვის, მოზარდებისთვისა და მათი მშობლებისთვის.
საკვირაო სკოლა არის არაფორმალური განათლების სივრცე, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პროგრამას 3-17 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
ეს პროგრამებია: 1) ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა 5-17 წლამდე ბავშვებისთვის, 2) პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის პროგრამა 7-17 წლამდე ბავშვებისთვის 3) პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის ინტენსიური პროგრამა 3-6 წლამდე ბავშვებისთვის.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციები იხილეთ ბმულზე: https://kids.azraki.ge/tbilisis-programerbi/
შეხვედრები წარიმართება, ძირითადად, შაბათ-კვირის დღეებში, თუმცა პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის ინტენსიური პროგრამა, 3-6 წლამდე ბავშვებისთვის, ტარდება შუა კვირის დღეებშიც.
- ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ერთი თვის საფასურია 190 ლარი (ერთი თვე მოიცავს 4 შეხვედრას, კვირაში 1 დღე)
- პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამის საფასური არის 190 ლარი ( ერთი თვე მოიცავს 4 შეხვედრას, კვირაში 1 დღე)
- პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიური პროგრამის (3-6 წლის ბავშვებისთვის) ერთი თვის საფასურია: შაბათ-კვირის ჯგუფების შემთხვევაში 290 ლარი (თვეში 8 შეხვედრა), შუა კვირის ჯგუფების შემთხვევაში 390 ლარი (თვეში 12 შეხვედრა)
- გადახდა შესაძლებელია როგორც ყოველთვიურად, ასევე, წლიური საფასურის სრულად დაფარვის ფორმატით, რომლის შემთხვევაშიც მოქმედებს 20 %-იანი ფასდაკლება.
- ყოველთვიური გადახდა გულისხმობს ყოველი 4 შეხვედრის (ერთი თვის) საფასურის წინასწარ დაფარვას
- ასევე, საკვირაოს სკოლის პროგრამებში დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
3-8 წლის ბავშვებისთვის შეხვედრების ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 30 წუთს, ხოლო 8-17 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შეხვედრები გრძელდება 1 საათი და 45 წუთი.
3-4 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 8 ბავშვი
5-6 წლის ასაკობრივ ჯგუფში- 10 ბავშვბი
7-8 წლის ასაკობრივ ჯგუფში -12 ბავშვი
9-10 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 15 ბავშვი
11-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში- 18 ბავშვი
საკვირაო სკოლის პროგრამებში ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს სასწავლო წლის განმავლობაში.
საკვირაო სკოლა მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში
თბილისში ჩვენი მისამართებია: თ. იოსებიძის 57, ზ.საკანდელიძის 9 (ბაგები), ი. გამრეკელის 41 (ნუცუბიძის ქუჩა), მირიან მეფის 67 (დიდი დიღომი)
ბათუმში: ნინოშვილი/ ჟღენტის ქუჩა, სასტუმრო “ლე მერიდიენ ბათუმი”
ქუთაისში: ხახანაშვილის #10, სასტუმრო სოლომონი