ზამთრის ბანაკი

ბბბბბ

❄️ მართალია საახალწლო არდადეგებამდე ჯერ კიდევ თვეებია დარჩენილი, მაგრამ წლის ყველაზე ჯადოსნურ დღეებზე ფიქრი ჩვენ უკვე დიდი ხანია დავიწყეთ!

 

🎊ამიტომაც, ვეღარ მოვითმინეთ და გვსურს ჩვენს ზღაპრულ ზამთრის თავგადასავალზე მოგიყვეთ. 

 

🏕️ მაშ ასე, მიღება აზროვნების აკადემიის ზამთრის ბანაკში გახსნილად გამოგვიცხადებია!

 

☃️ აზრაკის ბანაკი შესაძლებლობებით სავსე ადგილია, სადაც ერთ დღეში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, რომ საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერო! შეიძლება უეცრად სცენაზე აღმოჩნდე მსახიობის ან მოცეკვავეს როლში, ჭადრაკის ჩემპიონატს შეურთდე, სიმღერის ტექსტი დაწერო, გაიმარჯვო, დამარცხდე, სცადო ის, რაც აქამდე არასოდეს გიცდია და გაბედო ის, რაც გეგონა, რომ არასოდეს გამოგივიდოდა. 

 

🧑‍🤝‍🧑 გპირდებით, რომ  ჩვენთან უამრავ ახალ ადამიანს გაიცნობ და დაუმეგობრდები, შეხვდები ძალიან მხიარულ ლიდერებს, გექნება საინტერესო ტრენინგები, საოცრად მხიარული აქტივობები და რაც მთავარია, არასოდეს, არასოდეს მოიწყენ! 

 

👇 ბანაკში მოსწავლეებს ვთავაზობთ ორ ძირითად მიმართულებას: ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას. 

 

🔹 ლიტერატურის მიმართულებით ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლიტერატურული შეხვედრები, ვორქშოპები, დისკუსიები, თამაშები და ვიქტორინები; ჩვენი მიზანია ბანაკში შექმნილი ემოციებით მოზარდებმა ლიტერატურასთან მეგობრობა მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციონ. 

 

🔹 ფსიქოლოგიის ტრენინგები ჩატარდება ემოციების მართვის, კომუნიკაციის, მოტივაციის, გუნდურობის მიმართულებით, სადაც თანატოლები ერთმანეთს განსხვავებულ გამოცდილებებს გაუზიარებენ და ტრენერთან ერთად სირთულეების დაძლევის გზებს შეისწავლიან.

 

🎄 ბანაკი გთავაზობთ სპორტულ თამაშებსა და შეჯიბრებებს, თეატრალურ პერფორმანსებს, კინო-ჩვენებებს, ინტელექტუალურ შეჯიბრებებს, შემოქმედებით, გასართობ, გუნდურ აქტივობებს, საშობაო წვეულებას და კიდევ უამრავ სიურპრიზს. 

 

✅ თემატურ სატრენინგო შეხვედრებს უძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები და პედაგოგები, გუნდურ აქტივობებს უძღვებიან ლიდერები.

 

👉 ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ – 9-17 წლის მოზარდებს, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში გადანაწილდებიან.

 

ბანაკის ხანგრძლივობა – 6 ღამე, 7 დღე

თარიღები: 8 იანვარი – 14 იანვარი

ღირებულება: 1480 ლარი

მდებარეობა – ცემი, სასტუმრო კომპლექსი “განთიადი” 

https://www.facebook.com/TsemiGantiadi

 

 

👇 რას მოიცავს ღირებულება:

 

  •  ტრანსპორტირება (თბილისი – ცემი, ცემი – თბილისი)
  •  სასტუმროში განთავსება
  •  სამჯერადი დაბალანსებული კვება
  •  ექიმის მომსახურება
  •  დაცვა და უსაფრთხოება, პერიმეტრის მუდმივი კონტროლი
  •  ტრენინგები, ვორქშოპები
  •  სპორტული ღონისძიებები
  •  გასართობი გუნდური აქტივობები
  •  ინტელექტუალური გუნდური აქტივობები
  •  სადღესასწაულო წვეულება
  •  სერტიფიკატი
 

🔹 აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლისა და მოზარდების სხვა კურსების მოქმედი მოსწავლეებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.

🔹დედმამიშვილებზე მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.

🔹მსურველთათვის მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.

 

 

✍️ ბანაკში რეგისტრაციისთვის, აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობისათვის მხოლოდ რეგისტრაცია არ არის საკმარისი, თითოეულ მონაწილესთან ბანაკში გამგზავრებამდე ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.

 

 

☎ დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

📩 azrakischool@gmail.com