ინტენსიური განმავითარებელი პროგრამები 3-6 წლის ბავშვებისთვის

 

 

კურსის აღწერა

 

🔰 პიროვნების ფსიქო-სოციალური და ემოციური განვითარება დაბადებიდან იწყება. ადრეული განვითარების პერიოდში მეტად მნიშვნელოვანია  მენტალური ჯანმრთელობისთვის დამხმარე ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა:

🔸საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების, გრძნობებისა და განწყობების გაგება

🔸 ემოციური თვითრეგულაცია

🔸 ემპათია

🔸 სხვისი გათვალისწინება

🔸 საკუთარი მნიშვნელობის  აღქმა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება

 

🧩კურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით ბავშვებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორებიცაა: 

🔸სკოლაში მიწოდებული ინფორმაციის და ცოდნის უკეთ ათვისება

🔸უცხო გარემოში მარტივად ადაპტაცია

🔸 კომუნიკაციის უნარი

🔸პასუხისმგებლობის უნარი

🔸გუნდური მუშაობის უნარი

🔸თვითშემეცნების და თვითშეფასების,

🔸კრიტიკული აზროვნება

🔸პრეზენტაციის უნარი

🔸გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

🎯კურსის მიზანი

კურსი მიზნად ისახავს მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების, სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებას, ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ – ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

 

📣ასაკობრივი კატეგორია: 

  3-4 წლის ჯგუფი

  5-6 წლის ჯგუფი (სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის ინტენსიური კურსი).

 

📌 კურსის ფორმატი

📒 ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ჯგუფში ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც დამხმარეა ემოციური თვითრეგულაციისა და ისეთი სოციალური უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა: თანამშრომლობა, გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი ღირებულების აღქმა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

 

🧩კურსში შემავალი აქტივობები

 

🪇თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას.

 

🎨არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერხებლი ფაქტორები.

🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უვითარდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

✅ განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

✌️ ლოგიკა – მიმართულება მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების განვითარებას, მათი ჩვევაში გადასვლა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს.

შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა-წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.

🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკისგანვითარების ხელშემწყობია.

 

👩‍🏫კურსის პედაგოგები

 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის პედაგოგები.

 

📌 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

 

📜 კურსის ბოლოს ბავშვებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

⏳კურსის ხანგრძლივობა:

 

შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) ან კვირაში ორჯერ (შაბათ-კვირას)

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წუთი.

 

💵კურსის ღირებულება:

💸 ყოველთვიური გადასახადი – კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) – 390 ლ
💸 ყოველთვიური გადასახადი – კვირაში ორჯერ (შაბათსა და კვირას) – 290 ლ
💸 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

💸 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

 

📍 მისამართი: თ. იოსებიძის 57(სამუშაო დღეებში), ი.გამრეკელის 41 (შაბათ-კვირა).
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 15 15 40