პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამა

3

📊 კვლევები ადასტურებენ, რომ გონებრივი ინტელექტი და აკადემიური უნარების განვითარება არასაკმარისია ადამიანის წარმატებისა და მენტალური ჯანრთელობისთვის. ისეთი პიროვნული მახასიათებლებისა და უნარების განვითარება, როგორიცაა თვითცნობიერება, თანაგანცდა, საკუთარი ემოციების გაგება და რეგულაცია, სხვისი ემოციების აღქმა, კომუნიკაციის მართვა – მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის.

🎯პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამის მიზანია განავითაროს მონაწილეებში:

🖍 ცოდნა – ცნობიერების ამაღლება პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის შესახებ

🔸დამოკიდებულებები – თვითგანვითარებისთვის ხელშემწყობი ჯანსაღი დამოკიდებულებების ფორმირება

🔹უნარები – პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება

✍️ პროგრამის აღწერა

პროგრამა უზრუნველყოფს, მონაწილეებმა აიმაღლონ ცნობიერება ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორიც არის: 

👨🏼‍💼 ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშაოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარები

🧠 რა არის ემოციური ინტელექტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ფსიქოემოციურ კეთილდღეობაში

 

📢 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ტრენინგის ფორმატში, მშობლები, აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან ერთად გაიღრმავებენ ცოდნას ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ.

🔊 კურსის თემები:

🔹პიროვნების ფსიქოლოგია;

🔹პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.

🔹 რა არის კომპლექსი და როგორ ვმართოთ ის;

🔹 განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში;

🔹 თვითაღქმა, თვითშეფასება; საკუთარი თავის, როგორც შემძლე სუბიექტის აღქმა;

🔹 იდენტობა, როგორც ემოციების მართვის წინაპირობა;

🔹 ემოციები და მათი მნიშვნელობა;

🔹 ემოციური თვითცნობიერება;

🔹 ემოციების მართვა;

🔹 ნეგატიურად განცდადი ემოციების მართვა – შიშისა და ბრაზის მართვა;

🔹 პოზიტიური აზროვნების სტილის ხელშეწყობა;

🔹 სხვა ადამიანის ემოციების და გრძნობების წვდობა;

🔹 კომუნიკაციის არავერბალურ ნიშანთა წვდომა, როგორც ემოციის გამოხატვის/ამოცნობის ერთ-ერთი საშუალება;

🔹 მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია;

🔹 ემპათია;

🔹 ასერტიულობა – უარის თქმის უნარი, რომელიც გვეხმარება არასასურველი ქცევის არიდებაში სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.

🙌🏼 ვის შეუძლია მონაწილეობა:

კურსში მონაწილეობა შეუძლია 7 დან 17 წლის ჩათვლით ნებისმიერ მოზარდს, რომელიც დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

📌 შეხვედრების ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.

პროგრამა მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.

📜 სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩🏼‍🏫 პედაგოგები:

კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.

⏳ შეხვედრების ხანგრძლივობა:

1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).

💵 კურსის ღირებულება:

🔖ყოველთვიური გადასახადი (4 შეხვედრა) – 190 ლარი

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

🔖 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%- ფასდაკლება. 

📍 შეხვედრების ადგილი:

თ. იოსებიძის 57, ი.გამრეკელის 41 (ნუცუბიძის ქუჩა).

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:0322 15 15 40