პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის კურსი

ემოციური თბილისი

👨🏼‍💼 ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშაოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარები. რა არის ემოციური ინტელექტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ფსიქოემოციურ კეთილდღეობაში.

 

📊 კვლევები ადასტურებენ, რომ გონებრივი ინტელექტი და აკადემიური უნარების განვითარება არასაკმარისია ადამიანის წარმატებისა და მენტალური ჯანრთელობისთვის. ისეთი პიროვნული მახასიათებლებისა და უნარების განვითარება, როგორიცაა თვითცნობიერება, თანაგანცდა, საკუთარი ემოციების გაგება და რეგულაცია, სხვისი ემოციების აღქმა, კომუნიკაციის მართვა – მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის.

 

📝პროგრამა ეფუძნება ტრადიციულ და ახალ ფსიქოანალიტიკურ და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ხედვას, ასევე ქცევის გამოყენებითი ანალიზის თეორიას (დასწავლის თეორიაზე დაფუძნებულ სისტემურ ინტერვენციას).

👁‍🗨 პროგრამა ფოკუსირებულია განვითარების ფსიქოლოგიის თეორიებსა და პრაქტიკაზე. ასევე, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე და ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს.

 

📢 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ტრენინგის ფორმატში, მშობლები, აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან ერთად გაიღრმავებენ ცოდნას ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ.

🔊 კურსის თემები:

🔹პიროვნების ფსიქოლოგია;

🔹პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.

🔹 რა არის კომპლექსი და როგორ ვმართოთ ის;

🔹 განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში;

🔹 თვითაღქმა, თვითშეფასება; საკუთარი თავის, როგორც შემძლე სუბიექტის აღქმა;

🔹 იდენტობა, როგორც ემოციების მართვის წინაპირობა;

🔹 ემოციები და მათი მნიშვნელობა;

🔹 ემოციური თვითცნობიერება;

🔹 ემოციების მართვა;

🔹 ნეგატიურად განცდადი ემოციების მართვა – შიშისა და ბრაზის მართვა;

🔹 პოზიტიური აზროვნების სტილის ხელშეწყობა;

🔹 სხვა ადამიანის ემოციების და გრძნობების წვდობა;

🔹 კომუნიკაციის არავერბალურ ნიშანთა წვდომა, როგორც ემოციის გამოხატვის/ამოცნობის ერთ-ერთი საშუალება;

🔹 მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია;

🔹 ემპათია;

🔹 ასერტიულობა, როგორც უარის თქმის, საკუთარი უსიამოვნო დამოკიდებულების გამოხატვის, არასასურველი ქცევის არიდების ეფექტიანი ქცევის ტიპი.

🎯კურსის მიზანი:

კურსი მიზნად ისახავს ცვლილებას ცოდნის, დამოკიდებულებისა და უნარების მიმართულებით: მონაწილეებმა მიიღონ/გაიღრმავონ  თემასთან დაკავშირებული ფსიქოგანათლება,  იმუშაონ თვითგანვითარების და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის დამხმარე დამოკიდებულებებზე, განივითარონ პიროვნული ზრდისა და ემციური ინტელექტის განვითრებისთვის საჭირო უნარები.

🙌🏼 ვის შეუძლია მონაწილეობა:

კურსში მონაწილეობა შეუძლია 5 დან 17 წლის ჩათვლით ნებისმიერ მოზარდს, რომელიც დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

📌 კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.

კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.

📜 სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩🏼‍🏫 პედაგოგები:

კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.

⏳ შეხვედრების ხანგრძლივობა:

1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).

💵 კურსის ღირებულება:

🔖ყოველთვიური გადასახადი (4 შეხვედრა) – 190 ლარი

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

🔖 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%- ფასდაკლება. 

 

📍 შეხვედრების ადგილი:

თ. იოსებიძის 57, პ.ქავთარაძის 44.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:0322 15 15 40

Play Video