რობოტიკა და ემოციური ინტელექტი

რობოტიკა და ემოციური ინტ-04

🤖 თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განათლების ქონა, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა ნებისმიერ სფეროში განვითარებისა და წინსვლისთვის, ამასთანავე ადამიანის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ინტელექტთან ან მრავალმხრივ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია  მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პიროვნების ფსიქოემოციური კეთილდღეობა. 

🧠 ლოგიკური, ალგორითმული აზროვნება და ემოციური ინტელექტი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.   რობოტიკისა და ემოციური ინტელექტის ერთობლივი პროგრამა, ბავშვებისთვის არის შესაძლებლობა, განივითარონ როგორც ტექნოლოგიური და სამეცნიერო უნარები, ასევე ემოციური ინტელექტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციები, როგორიც არის ემოციების იდენტიფიცირება, რეგულირება, სხვა ადამიანების ემოციების გაგება, თანაგრძნობა და კომუნიკაციების მართვა. 

🎯კურსის მიზანი:

მონაწილეები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს, რობოტების მექანიკას და მარტივ ელექტრონიკას პრაქტიკული პროექტების საშუალებით, გარდა ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებისა კურსის მიზანია მონაწილეებმა, განივითარონ ემოციური კომპეტენციები, შეიძინონ ცოდნა, შეცვალონ დამოკიდებულებები და ფანტაზიის, დეტალებზე ორიენტირებულობის, შემოქმედებითობისა და კონცენტრაციის უნარების განვითარებასთან ერთად, შეძლონ პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი კომპონენტის,   ემოციური ინტელექტის განვითარება. 

📒 პროგრამა ეფუძნება ბავშვთა და მოზარდთა არაფორმალური განათლების მიმართულებას და მოიაზრებს პროცესში მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას. 

🧩 კურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში განავითაროს:  

  •  კრიტიკული აზროვნება
  •  გუნდური მუშაობა
  •  პროექტების დაგეგმვა და მართვა
  •  ტექნიკური უნარ-ჩვევები
  •  სამეცნიერო კონცეფციების პრაქტიკული გამოყენება
  •  პრეზენტაციის უნარი
  • თვითშემეცნება
  • ემოციური თვითცნობიერება
  • ემოციების რეგულაცია
  • ემპათია
  • პოზიტიური აზროვნების სტილი
  • თვითშეფასება
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • სტრესის მართვა
  • მადლიერების გრძნობა

📌 კურსის ფორმატი:

შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც ბავშვები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ ადგილზე გავარჯიშების,  შექმნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

🖍️ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატი წაახალისებს მათ დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას, ხოლო პატარა გუნდებში მუშაობა ხელს შეუწყობს განივითარონ თანამშრომლობის, იდეების გაზიარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის უნარები.

პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს

🦾რობოტიკის მიმართულებით

🤖 რობოტების აწყობა

🤖პროგრამირების საფუძვლები 

🤖საბაზისო ელექტრო ინჟინერია 

🤖პიქსელური თამაშების შექმნა 

🤖ლოგიკური თამაშები

🤖კრეატიული პროექტები

🤖 სამეცნიერო ექსპერიმენტები

🤖 რობოტების შეჯიბრები

🗣️ფსიქოლოგიის მიმართულებით

🧩ფსიქოლოგიური თამაშები;

🧩პროქციული ტექნიკები;

🧩როლური სავარჯიშოები;

🧩ვიდეოჩვენება;

🧩ინდივიდუალური მუშაობა;

🧩ჯგუფში მუშაობა;

🎲ასაკობრივი კატეგორია: 

5-6 წლის ჯგუფი

7-8 წლის ჯგუფი

9-10 წლის ჯგუფი

💡შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას.

📌შეხვედრების რაოდენობა: 18 შეხვედრა. 

⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30  წუთი

 

💵 კურსის სრული ღირებულება: 855 ლარი 
💵თვიური გადასახადი: 190 ლარი
💵კურსის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
💵დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

 

📌 მისამართი: საბურთალო, პეტრე ქავთარაძის 44 და დიდი დიღომი, მირიან მეფის 67. 

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40