როგორ ავირჩიოთ პროფესია?

საიტისთვის

💥 იწყება რეგისტრაცია უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის კურსზე “როგორ ავირჩიო პროფესია?”

✅ პიროვნების პროფესიული განვითარების, აგრეთვე, მისი თვითრეალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია პროფესიული თვითგამორკვევა, სამომავლო პროფესიის გონივრულად გადაწყვეტა.

✅ აზროვნების აკადემიის კურსზე „როგორ ავირჩიო პროფესია?” სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები საკუთარი ინტერესებისა და უნარების უკეთ გააზრების შემდეგ გაეცნობიან იმ მრავალფეროვან, თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებს, უნარებს და სურვილებს. ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კი შეარჩევენ მათთვის მისაღებ რამდენიმე ვარიანტს.

✅ კურსი ორიენტირებული იქნება იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც უფროსკლასელებს დაეხმარება ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისას სკოლის დამამთავრებელ და ცხოვრების სხვა ეტაპებზეც, როდესაც ისინი მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე დადგებიან.

კურსი შედგება 5 მოდულისაგან, რომელიც 14 შეხვედრას აერთიანებს (ფიზიკური და ვირტუალური).

👉 მოდული 1: საკუთარი თავის გაცნობა
რისი კეთება გიყვარს?
– ინტერესები
– უნარები
– ღირებულებები
როგორ ადამიანებთან მოგწონს ურთიერთობა და მუშაობა?
– პიროვნების ტიპები
– როგორ გარემოში გსიამოვნებს ყოფნა და მუშაობა?

👉 მოდული 2: პროფესიების გაცნობა
– თანამედროვე ტენდენციები
– საზღვარგარეთისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები
– ჩემი ხურჯინი: გამოკვეთილი ინტერესების მიხედვით პროფესიების გაცნობა.

👉 მოდული 3: პროფესიების არჩევა
– ამოვალაგოთ ხურჯინი: რამდენიმე საინტერესო პროფესიის შერჩევა და
დეტალური კვლევა

👉 მოდული 4: ინტერვიუები ექსპერტებთან
– კითხვარის მომზადება ინტერვიუსთვის
– შერჩეული პროფესიების ადამიანებთან ინტერვიუების ორგანიზება

👉 მოდული 5: დასკვნითი ნაწილი: პროფესიების გამოფენა
– შედეგების შეჯამება
– არჩეულ პროფესიაზე 10-12 წთ-ის ხანგრძლივობის ვიდეო გაკვეთილის მომზადება
– პროფესიების გამოფენა

🔰 კურსს უძღვება ქეთევან ჩიქოვანი – სოციოლოგიისა (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და განათლების მეცნიერების (სიმონსის უნივერსიტეტი, ბოსტონი, აშშ) მაგისტრი, პედაგოგი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საუნივერსიტეტო ორიენტაციის ხელმძღვანელი.

▶ მონაწილეთა ასაკი: მე-10, მე-11, მე-12 კლასი.

📌  კურსის დასაწყისი: 25 მარტი

📌შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ ორშაბათსა და ოთხშაბათს 17:30 სთ.-ზე.

⏰ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 სთ და 30 წთ.

▶ სრული კურსის საფასური (14 შეხვედრა) – 680 ლარი.
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

მისამართი: თ. იოსებიძის 57.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40