შეხვედრები ფსიქოლოგიაზე

შეხვედრები მოზარდები-08

🎓 აზროვნების აკადემია გთავაზობთ შეხვედრებს I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიის მიმართულებით!

🎯 შეხვედრის მიზანი:
შეხვედრის მთავარი ამოცანაა ბავშვებსა და მოზარდებს შეუქმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა:
 🤝 ჯგუფში შეიგრძნონ როგორც საკუთარი, ასევე ერთმანეთის მნიშვნელობა და ღირებულება;
💞 განივითარონ დადებითი ემოციური კავშირები თანატოლებთან;
 🧠 გაიძლიერონ ემპათია, თვითშემეცნება და სოციალური უნარები.
📚 შეხვედრის ფორმატი:
სესია ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. შეხვედრის მიმდინარეობისას მათ ექნებათ შესაძლებლობა:
✍️ იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში;
🎲 ჩაერთონ ფსიქოლოგიურ თამაშებსა და დინამიკურ აქტივობებში;
💬 გააზიარონ პირადი გამოცდილებები.

🌱 შეხვედრა ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს და დაფუძნებულია გამოცდილებით სწავლების მეთოდზე. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ თავისებურებებს.

📌 შეხვედრის თემა შეირჩევა კლასის წარმომადგენელთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.
📖 თემები, რომელთა შესახებაც შესაძლებელია შეხვედრის ჩატარება:
🌟 თვითშეფასება
🕊️ კონფლიქტების მართვა
💡 ემოციური ინტელექტი
🗣️ კომუნიკაცია

🗂 შეხვედრის სტრუქტურა:
📌 1 თემატური შეხვედრა – ორი სესიის ფორმატით
⏱️ ჯამური ხანგრძლივობა: 2 საათი
💵 შეხვედრის ღირებულება: 500 ლარი
👥 ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 18-20 მონაწილე

📍 მისამართი:
აზროვნების აკადემია – თ. იოსებიძის ქ. №57

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 15 15 40