შემოქმედებითი წერის კონკურსი
“აზროვნების აკადემია” იწყებს შემოქმედებითი წერის კონკურსს 9-17 წლის მოზარდებისთვის.
🌍 ორეტაპიანი თავგადასავალი, ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი, ჟანრული მრავალფეროვნება, განსხვავებული დავალებები და დაუვიწყარი გამოცდილება!
✍️ ჩვენი შემოქმედებითი წერის კონკურსი ეფუძნება იდეას, რომ წერა არის აზროვნების, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის უნივერსალური ინსტრუმენტი და არა მხოლოდ მწერლობის, როგორც პროფესიის ნაწილი.
👧👦 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებს.
📝 კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მონაწილეები დავალებას გამოგზავნიან, ხოლო ფინალური ეტაპის დავალებას დაწერენ ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, წინასწარ განსაზღვრულ დროში.
💡 ყოველი დავალება ემყარება შემოქმედებით ბიძგს, რომელზეც მონაწილე საკუთარ ტექსტს ააგებს. ეს ბიძგი შეიძლება იყოს სიტყვიერი (ფრაზა, სათაური…), ვიზუალური (ნახატი, ნივთი…) ან კონცეპტუალური (განწყობა, იდეა, სიტუაცია). მიზანი ერთია – წარმოსახვის ამუშავება და იმ ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენა, რომლითაც აღიქვამს თითოეული მონაწილე სამყაროს. ამასთან ერთად, შეთავაზებული იქნება ნამუშევრის წარმოდგენის კონკრეტული ფორმა (ჩანახატი, მონოლოგი, მოთხრობა, წერილი…).
🏙️ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
✍️ინდივიდუალური ხედვა
✍️სტრუქტურა და თხრობის შინაგანი,
✍️ლოგიკა
✍️მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალებები
✍️გრამატიკა და სტილი
დავალების პირობა, ფორმა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
🏆 და, რა თქმა უნდა, ამ თავგადასავალს თან ახლავს გამარჯვების სიხარულიც – თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი: ბანაკის საგზურები, საკვირაო სკოლის აბონიმენტები, წიგნები და არაერთი საინტერესო და სასიამოვნო საჩუქარი.
📅📍პირველი ეტაპი გაიმართება ონლაინ. მონაწილეები დავალებას მიიღებენ 6 ივნისს 11:00 საათზე და შესრულებულ დავალებას აგზავნიან 7 ივნისს 20:00 საათამდე. ჟიური შეაფასებს ყველა ნაშრომს და გამოავლენს ფინალისტებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
📅📍 მეორე, ფინალური ეტაპი, გაიმართება თბილისში. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
💵 კონკურსში მონაწილეობის საფასური: 40 ლარი
🎓 “აზროვნების აკადემიის” საკვირაო სკოლის მონაწილეებისთვის საფასური შეადგენს 30 ლარს
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40