თვითრეალიზაციის და ურთიერთობის ფსიქოლოგიის კურსი

თვიტრეალიზაცია

✨ იწყება რეგისტრაცია თვითრეალიზაციის და ურთიერთობის ფსიქოლოგიის კურსზე 11-14 წლის მოზარდებისათვის!

 

კურსის აღწერა:

რა ეხმარება ადამიანს კარგად ყოფნასა და წარმატებაში? მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მნიშვნელოვანია ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური ურთიერთობები, საკუთარი თავის, როგორც ღირებული, საჭირო და რეალიზებული პიროვნების აღქმა.

ადამიანი სოციალური არსებაა და მას თვითრეალიზაციისა და კარგად ყოფნისთვის სჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარები. გაიღრმავო თვითაღქმა, გაერკვე საკუთარ მიზნებში და შეგეძლოს მისი მიღწევა, იმის ფონზე რომ გაითვალისწინო სხვა ადამიანები და სოციალური გარემო, საჭიროებს გარკვეული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების არსებობას.

პროგრამა ეფუძნება ტრადიციულ და ახალ ფსიქოანალიტიკურ და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ხედვას, ასევე ქცევის გამოყენებითი ანალიზის თეორიას (დასწავლის თეორიაზე დაფუძნებულ სისტემურ ინტერვენციას).

კურსის თემები:

  • თვითრეალიზაციის მნიშვნელობა და თვითრეალიზაციისთვის დამხმარე საკითხები:
  • პიროვნების ფსიქოლოგია;
  • რა არის კომპლექსი და როგორ ვმართოთ ის;
  • თვითაღქმა, თვითშეფასება; საკუთარი თავის, როგორც შემძლე სუბიექტის აღქმა;
  • საკუთარი სურვილებისა და მიზნების გამორკვევა;
  • მოტივაციის მნიშვნელობა და მისი შენარჩუნება;
  • პრეზენტაციული უნარები, თვითპრეზენტაცია;
  • სტრესის მართვა;
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია და ეფექტიანი კომუნიკაცია:
  • ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური კომუნიკაცია;
  • კომუნიკაციის მოდელი;
  • არავერბალური კომუნიკაცია;
  • სხვა ადამიანის არავერბალურ ნიშანთა წვდომა;
  • ემპათია;
  • სუბიექტური აღქმა და მისი მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში;
  • კომუნიკაციის მართვის ტექნიკები, აქტიური მოსმენა, შეკითხვის დასმის ტექნიკა;
  • კომუნიკაცია კონფლიქტურ სიტუაციებში;
  • ქცევის ტიპები;

კურსის მიზანი:

კურსი მიზნად ისახავს ცვლილებას ცოდნის, დამოკიდებულებისა და უნარების მიმართულებით: მონაწილეებმა მიიღონ/გაიღრმავონ  თემასთან დაკავშირებული ფსიქოგანათლება, იმუშაონ თვითრეალიზაციისა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის  დამხმარე დამოკიდებულებებზე, განივითარონ საკუთარი მიზნების გამორკვევისთვის, მოტივაციის შენარჩუნებისთვის, თვითრეალიზაციისა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები.

კურსი განკუთვნილია:

11 დან 14 წლამდე ნებისმიერი მოზარდისთვის, რომელიც დაინტერესებულია კურსით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.

კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

პედაგოგები:

კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.

შეხვედრების ხანგრძლივობა:

1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).

 

კურსის ღირებულება:

🔖ყოველთვიური გადასახადი (4 შეხვედრა) – 190 ლარი

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

🔖 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%- ფასდაკლება. 

🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

 

შეხვედრების ადგილი:

 პ.ქავთარაძის 44. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 44

Play Video