თვითშეფასებისა და მოტივაციის კურსი

თვ3

💡მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებას; როგორია ადამიანების წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე.

საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მეტწილად  მოტივაციის გაძლიერებას განაპირობებს, რომელიც გამოწვევებთან გამკლავებასა და დასახული მიზნების მიღწევაშია დამხმარე.

✅მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია

ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა

პროცესში. ჯგუფში გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი.

🔷  პროგრამის ნაწილია ერთი სალექციო შეხვედრა მონაწილეთა მშობლებისთვის, ბავშვის

აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიოლოგთან. 

🎯კურსის მიზანი: 

კურსის მიზანია თვითცნობიერებისა და თვითშეფასების განვითარებისთვის დამხმარე

ცოდნის, უნარებისა, დამოკიდებულებების განვითარება და შინაგანი მოტივაციის ზრდა.

კურსის მიზანია, რომ მისი გავლის შემდეგ მონაწილეებმა შეძლონ: 

🔷   განივითარონ თვითცნობიერებისთვის დამხმარე უნარები;

🔷   გააცნობიერონ საკუთარი არსებობის ღირებულება;

🔷   საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად;

🔷   განივითარონ დამოუკიდებლობის განცდა და ინიციატივიანობა;

🔷 გაიღრმაონ/შეინარჩუნონ მოტივაცია – გააცნობიერონ საკუთარი სურვილები და

მიზნები და მასთან დამაკავშირებელი გზები;

🔷   გაიაზრონ, რომ ისინი თავიანთი ქცევით, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ

გარემოსა და ადამიანებზე;

🔷   საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გაცნობიერება და გამოხატვა ან/და

დაკმაყოფილება სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ფონზე;

🔷  ეფექტიანი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;

ბავშვები გადანაწილდებიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  • 5-6
  • 7-8

📒   შეხვედრების ფორმატი:

შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან

ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების

შესაძლებლობა.

🧷  პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს:

🔷  მცირე ჯგუფებში მუშაობა;

🔷  პროქციული აქტივობები;

🔷   ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;

🔷   ფსიქოლოგიური თამაშები;

🔷   სიმულაციები;

 🔷კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;

🙋🏻   ვის შეუძლია მონაწილეობა:

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ 5-9 მდე  ასაკის  ბავშვებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

📌  კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან

ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი

დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების

გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.

კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც

ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.

📜  სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს ბავშვები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩‍🏫  პედაგოგები:

კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები: სალომე გაბაშვილი და ანა ჯალაღონია 

⏳ ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა:

16 შეხვედრა (4 თვე) 

შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში 1 დღე.  

⌛️შეხვედრის  ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 30 წუთს.

💵 კურსის სრული ღირებულება: 590  ლარი (ერთიანად გადახდის შემთხვევაში) 

💵თვიური გადასახადი: 190 ლარი

💵დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

📍შეხვედრების ადგილი: საბურთალო, თინა იოსებიძის #57 “აზროვნების აკადემია” 

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40