საზაფხულო სკოლა

saiti (1)

✨ აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება!

✅ თუ თქვენი შვილისთვის ჯანსაღ, უსაფრთხო, განმავითარებელ გარემოს ეძებთ ზაფხულის ცხელი დღეების მხიარულად და შემეცნებითად გასატარებლად, მაშინ ჩვენი საზაფხულო სკოლა მოუთმენლად გელით!

☀️საზაფხულო სკოლაში თითოეული კვირის თემატიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, გაკვეთილები და  აქტივობები კი კვირეულის თემასთანაა დაკავშირებული. 

📌საზაფხულო სკოლის პროგრამა განკუთვნილია 5-12 წლის ბავშვებისთვის.

👉 ასაკობრივი ჯგუფები: 5-6, 6-7, 8-9, 10-11, 11-12.
👉 საზაფხულო სკოლა მონაწილეებს უმასპინძლებს 09:30 – 18:00 საათამდე

🎊საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

🎯  ემოციური ინტელექტი – შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია,თვითშეფასება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ემპათია. შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები  მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. 

🇬🇧 ინგლისური ენა – საგაკვეთილო ფორმატი მორგებულია ბავშვის ინტერესებს, მოსწავლეები უცხო ენას სწავლობენ თამაშით, სახალისო სავარჯოებითა და ინტერაქციით. პროცესში ჩართულია ენის შესწავლისთვის საჭირო ოთხივე კომპონენტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა.

🧩 რობოტიკა –  აქტივობები იქნება თამაშსა და ექსპერიმენტზე დაფუძნებული, რათა ბავშვებმა ტექნოლოგია აღიქვან ,როგორც შემოქმედებითი და საინტერესო პროცესი.

⚽ სპორტი – თამაშები, რომელიც ემოციური რეგულაციის უნარის, გუნდურობის, მსხვილი მოტორიკის განვითარებაზეა მიმართული. 

🎭 განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

🧩სამაგიდო თამაშები- ბავშვებს უვითარდეებათ რიგითობის დაცვის, სხვისი გათვალიწინების, ყურადღების კონცენტრაციის უნარები, ნატიფი მოტორიკა.
 

🚌 საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს გასვლით ღონისძიებებს

📣  საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ კვირეულებს:

🔆კომუნიკაცია და ადაპტაცია

🔆მითებიდან მარველამდე

🔆ძველი ცივილიზაციების საიუდუმლობები

🔆ლიტერატურული ჟანრების თავგადასავალი

🔆სამეცნიერო აღმოჩენები

🎯აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლის მიზანია, რომ მოსწავლეებს განუმტკიცდეთ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის უნარები;

🤝შეიმეცნონ ასაკობრივად საინტერესო  და აქტუალური საკითხები მრავალფეროვანი აქტივობებით და პროცესში მათი აქტიური მონაწილეობით

🔆მხიარულად და პროდუქტიულად გაატარონ ზაფხულის დღეები.

 

📜 კურსის ბოლოს მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 

⏰ საზაფხულო სკოლის თარიღი: 1-31 ივლისი. 

✍️ საზაფხულო სკოლაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

📣 გაითვალისწინეთ, რომ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.

🔖 საფასურში შედის სამჯერადი კვება.

🔖 საფასური: 1450 ლარი
🔖დედმამიშვილებისთვის  მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📌 მისამართი: ბაგები, ზურაბ საკანდელიძის 9 (მეტრა პარკის დასახლება)

☎️  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40