პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების კურსი
🎓 პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების კურსზე 13-17 წლის მოზარდებისათვის რეგისტრაცია იწყება!
✨კურსზე უფროსკლასელი მოსწავლეები საკუთარი ინტერესებისა და უნარების უკეთ გააზრების შემდეგ, გამოიკვლევენ მათ გარშემო არსებულ შესაძლებლობებს, პროფესიებს, დარგებსა და მზარდ ინდუსტრიებს, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევას გაუადვილებთ.
🌱 კურსის მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა პროფესიის არჩევა დაინახონ, როგორც საკუთარი თავის შეცნობისა და შესაძლებლობების კვლევის უწყვეტი პროცესი.
📚 კურსი მოიცავს 10 სატრენინგო შეხვედრას მოსწავლეებთან, 2 სატრენინგო შეხვედრას მშობლებთან და 1 ინდივიდუალურ კონსულტაციას.
🔎 კურსის ძირითადი თემები:
🔹 საკუთარი თავის გაცნობა: ინტერესები, უნარები.
🔹 პროფესიის არჩევა: დაბნეულობა, შეცდომის შიში, არჩევანის გადავადება
🔹 შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
🔹 რთული არჩევანი: შრომა თუ მოღვაწეობა – შრომის ოთხი განზომილება
🔹 პროფესიული დრაივი და პერფორმანსის დიდი ფორმულა: მოსწრება = კომპეტენცია × მოტივაცია (P = Skill × Will)
🔹 პროფესიების მომავალი: შრომის ბაზრის ტენდენციები და ახალი შესაძლებლობები
🔹 სამუშაო სამყარო: დასაქმების ფორმები და სამუშაო გარემო
🔹 ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია: როგორ იცვლება სამუშაო სამყარო?
🔹 პროფესია, სპეციალობა და აკადემიური მიმართულება – რა ვისწავლო და სად ვისწავლო?
👩🏫 კურსს გაუძღვებიან:
🌟 პაატა პაპავა: განათლების სპეციალისტი, ტრენერების ტრენერი, აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიური დირექტორი, კომპანია TEAMBOAT-ის მმართველი პარტნიორი.
🌟 ნინო ბუაძე: ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალური მუშაკი, ტრენერი.
🌟 მედეა ტაბატაძე: კონსულტანტი, HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი.
📅 შეხვედრები: კვირაში ერთხელ, შაბათს, 12:00 საათზე.
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი.
🗓️ კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
📍 მისამართი: თინა იოსებიძის ქ. 57
💳 კურსის საფასური: 680 ლარი.
👨👩👧👦 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:0322 15 15 40