ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა

ზუგდიდი1

✨ იწყება რეგისტრაცია აზროვნების აკადემიის თელავის საკვირაო სკოლაში ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამაზე 5-14 წლის ბავშვებისთვის! 

🟢 ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა აერთიანებს ორ მიმართულებას, სადაც შეხვედრების თემატიკა და მიდგომები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას. 

📚 ლიტერატურის მიმართულებით შეხვედრებზე მოსწავლეები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამა დატვირთულია ზღაპრებით, იგავებით, მითებით, კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე  ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

🎯ლიტერატურული შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტდამოკიდებულება…) მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქციისათვის.

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ შაბათ-კვირის დღეებში

🔹კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 9 თვე-ნახევარს (38 შეხვედრა)

🔖 კურსის საფასური – (4 შეხვედრა) – 170 ლარი.

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📌 მისამართი: გორი,

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40