პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიური საზაფხულო პროგრამა

საკვირაო სკოლა-10

🔰   აზროვნების აკადემიაში იწყება რეგისტრაცია პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიურ საზაფხულო პროგრამაზე 3-6 წლის ბავშვებისათვის!


 ასაკობრივი კატეგორიები : 

 🔸3-4 წლის ჯგუფი

 🔸5-6 წლის ჯგუფი (სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის ინტენსიური კურსი).

🌟 კურსის აღწერა

🔶 პიროვნების ფსიქო-სოციალური და ემოციური განვითარება დაბადებიდან იწყება. მენტალური ჯანმრთელობისთვის დამხმარე უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების, გრძნობებისა და განწყობების გაგება, ემოციური თვითრეგულაცია, ემპათია, სხვისი გათვალისწინება, საკუთარი მნიშვნელობის  აღქმა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება,  მნიშვნელოვანია ადრეული განვითარების პერიოდი.

🔶 კურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობები დამხმარეა განავითაროს ბავშვებში კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი. 5-6 წლიანი ჯგუფის სასკოლო მზაობის პროგრამა კი ხელშემწყობია, მეტად უმტკივნეულოდ წარიმართოს მონაწილეებისთვის სკოლაში ტრანზიციის პროცესი. 

🎯 კურსის მიზანი

კურსი მიზნად ისახავს სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებას, მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების და ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ – ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

📢 კურსის ფორმატი

ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ჯგუფში ინდივიდუალურ მიდგომას. აქტივობები მონაწილეებში წაახალისებს ისეთ უნარებს, როგორიც არის თანამშრომლობა, გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი ღირებულების აღქმა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

💠 კურსში შემავალი აქტივობები

თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას.

🎨 არტ-თერაპიული აქტივობები – ხატვა, ძერწვა, ქვიშით თერაპია, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. 

🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უვითარდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

✅ განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

✌️ ლოგიკა – მიმართულება მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების განვითარებას, მათი ჩვევაში გადასვლა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს.

შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა-წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.

🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი (5-6 წლის ასაკობრივი ჯგუფები) მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.

📜  სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს ბავშვები/მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩‍🏫 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები

⏰ შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) ან კვირაში ორჯერ(შაბათ-კვირას) .
⏳  თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წუთი.

 

კურსის დასაწყისი და დასასრული:
 
შუა კვირის ჯგუფები დაიწყება 16 ივნისს და დასრულდება 25 ივლისს.
შაბათ-კვირის ჯგუფები დაიწყება 21 ივნისს და დასრულდება 27 ივლისს.
 
💸  კურსის საფასური კვირაში სამჯერ (შუა კვირა) 590 ლარი (ჯამში, 18 შეხვედრა). 
 💸  კურსის საფასური კვირაში ორჯერ (შაბათ-კვირა) 440 ლარი (ჯამში, 12 შეხვედრა)

 💸 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📍   მისამართები : თ. იოსებიძიძის 57 (საბურთალო)
                                       მირიან მეფის 67 (დიდი დიღომი)
☎️  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 15 15 40