თვითშეფასება და კომუნიკაცია
💡 მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ
ღირებულებას; როგორია ადამიანების წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე.
თავთან) და ინტერპერსონალური (სხვა ადამიანებთან) კომუნიკაციის განვითარება.
✅მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია
ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა
პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.
კურსის მიზანია თვითცნობიერებისა და თვითშეფასების განვითარებისთვის დამხმარე
ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება.
🔷 განივითარონ თვითცნობიერებისთვის დამხმარე უნარები;
🔷 გააცნობიერონ საკუთარი არსებობის ღირებულება;
🔷 საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად;
🔷 განივითარონ დამოუკიდებლობის განცდა და ინიციატივიანობა;
🔷 გაიაზრონ, რომ ისინი თავიანთი ქცევით, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ
გარემოსა და ადამიანებზე;
🔷 საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გაცნობიერება და გამოხატვა ან/და
დაკმაყოფილება სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ფონზე;
🔷 ეფექტიანი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
ბავშვები გადანაწილდებიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- 5-6
- 7-8
- 9-11
📒 შეხვედრების ფორმატი:
შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან
ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების
შესაძლებლობა.
🔷 პროქციული აქტივობები;
🔷 ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;
🔷 ფსიქოლოგიური თამაშები;
🔷 სიმულაციები;
🔷კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;
დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.
შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან
ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი
დატვირთული იქნება პრაქტიკული, საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების
გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.
კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც
ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.
⏳ ტრენინგ-კურსის ხანგრძივობა:
16 შეხვედრა, 4 თვე
⏰ შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში 1 დღე , შაბათ ან კვირა დღეს
დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
📍შეხვედრების ადგილი:
პ.ქავთარაძის 44
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40