ზამთრის სკოლა 2027
❄️ აზროვნების აკადემიის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია იწყება!
🎯 აზროვნების აკადემიის ზამთრის სკოლის მიზანია, მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში შეიმეცნონ ასაკობრივად საინტერესო და აქტუალური საკითხები; ჩაერთონ აქტივობებში, რომლებიც თვითცნობიერების, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობის, ემპათიის, შემოქმედებითობის, ფიქრის, ანალიზის და პიროვნული ზრდისთვის ხელშემწყობი სხვა გამოცდილებების მომტანია.
☃️ ზამთრის სკოლაში ყოველი დღის თემატიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: არდადეგები, დღესასწაულები, ზამთართან დაკავშირებული ტრადიციები თუ რიტუალები. პროცესში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი, საინტერესო, სახალისო აქტივობები. ჩვენი მონაწილეები შეხვდებიან ერთმანეთს, გაიცნობენ, დამეგობრდებიან, აღმოაჩენენ, შექმნიან. ისინი ხან მზარეულების როლს მოირგებენ და სადღესასწაულო სუფრის მთავარ ტრადიციას გააცოცხლებენ, ხან ფილმს ნახავენ ბატიბუთითა და ცხელი შოკოლადის თანხლებით, პერსონაჟებსაც შეარჩევენ და მსახიობებადაც იქცევიან.
🎊 ზამთრის სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
💛 ემოციური ინტელექტი – შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: თვითცნობიერება, ემოციური ინტელექტი, სხვისი პერსპექტივის გათვალისწინება, გუნდურობა, კომუნიკაცია, ემპათია. შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
🔍 თემატური შეხვედრები (ვეცნობი და ვქმნი) – ბავშვები ჯერ დღის თემას ეცნობიან თამაშით, საუბრით, ექსპერიმენტით და დაკვირვებით: სვამენ კითხვებს, მსჯელობენ და ახალ რამეს აღმოაჩენენ. ყოველ ჯერზე თემას სხვადასხვა გზით ვეხმიანებით: მხატვრული ტექსტით, ზღაპრით თუ მოთხრობით, მუსიკით, ფილმით, ხელოვნების ნიმუშით ან ისტორიული ამბით, ხან კი ყოველდღიური ცხოვრების მაგალითით. შემდეგ აღმოჩენილს საკუთარ ნამუშევრად აქცევენ: მაკეტად, ნახატად, ამბად, წარმოდგენად, გამოგონებად… ასე თითოეული დღე ბავშვისთვის ერთდროულად აღმოჩენისა და შექმნის გამოცდილებაა.
🧪 მეცნიერება – მარტივი ექსპერიმენტები და დაკვირვებები, რომლებიც ცნობისმოყვარეობას, კითხვის დასმის და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარს ავითარებს.
🎨 არტი – შემოქმედებითი აქტივობები სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით, რომლებიც წარმოსახვის, თვითგამოხატვის და წვრილი მოტორიკის გააქტიურება-განვითარებაზეა მიმართული.
⚽ სპორტი – მოძრავი და გუნდური თამაშები და სავარჯიშოები, რომლებიც კოორდინაციას, სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას ავითარებს და ერთად თამაშის სიხარულს ანიჭებს ბავშვებს.
🎲 თავისუფალი აქტივობები – შეხვედრებს შორის ბავშვები დროს მშვიდ, მეგობრულ გარემოში ატარებენ და პედაგოგების ზედამხედველობით თავად ირჩევენ, რით დაკავდნენ: სამაგიდო თამაშებით, ხატვით, წიგნების კუთხით ან უბრალოდ თანატოლებთან საუბრით. ბავშვები დროის ნაწილს ეზოში ატარებენ: სუფთა ჰაერზე თამაშობენ, მოძრაობენ და ერთობიან. თავისუფალი აქტივობების მიზანია, ბავშვმა ნაწილობრივ სტრუქტურირებულ გარემოში დამოუკიდებლად გაკეთოს არჩევანი, დაიცვას რიგითობა, გაითვალისწინოს სხვისი სურვილები და იყოს გუნდის ნაწილი დაგეგმილ შეხვედრების მიღმაც.
📌 ტექნიკური დეტალები
👉 მონაწილეების ასაკი – 5-12 წელი
📣 მონაწილეობის მისაღებად ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება
👉 მოსწავლეები ჯგუფებში განაწილდებიან ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით
📅 სკოლის ხანგრძლივობა: 4-15 იანვარი
⏰ პერიოდი: 09:30-18:00
✍️ რეგისტრაციისთვის აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
🔖 ფინანსური დეტალები
🔖 საფასური: 880 ლარი (საფასურში შედის სამჯერადი კვება)
🔖 დედმამიშვილებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
📌 მისამართი: ბაგები, ზურაბ საკანდელიძის 9 (მეტრა პარკის დასახლება)
📜 კურსის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40