პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების საზაფხულო პროგრამა
🎉 აზროვნების აკადემიაში იწყება რეგისტრაცია პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების საზაფხულო პროგრამაზე 7-17 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის!
კურსის აღწერა
💡ემოციური ინტელექტის განვითარება მოიაზრებს ისეთი კომპეტენციებსა და უნარების განვითარებას, როგორიცაა, ემოციური თვითცნობიერება, ემოციური რეგულაცია, ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების და შენარჩუნების უნარები, ემპათიურობა, საკუთარი და სხვების ინტერესების გაგება და გათვალისწინება, საკუთარი თავის შემძლე სუბიექტად აღქმა.
📣 იმისათვის, რომ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და ვიზრუნოთ პიროვნულ ზრდაზე, ჩვენ გვჭირდება საკუთარ მნიშვნელოვან შინაარსებთან კონტაქტი, რაც თავის მხრივ დამხმარეა გარე სამყაროსთან უკეთესი კონტაქტისთვის. შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები მოიაზრებს მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი საჭიროებების ამოცნობა და დაკმაყოფილება სხვისი ინტერესების გათვალისწინების ფონზე.
📝პროგრამის ფარგლებში არჩეულია ასაკობრივად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დამხმარეა პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის. თითოეულ თემაზე დაგეგმილია ფსიქოლოგიური შინაარსის ტრენინგი.
📒მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა პროცესში. ჯგუფში გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი.
კურსის მიზანი
🌟კურსის მიზანია მოზარდმა შეძლოს საკითხების დამუშავება, რაც დამხმარეა პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის.
🎯 კურსი მიზნად ისახავს, რომ მისი გავლის შემდეგ ბავშვებმა შეძლონ:
🔻 საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად;
🔻 გაიღრმაონ ემოციური თვითცნობიერება;
🔻 გააცნობიერონ და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატონ მათი სურვილები და ემოციები;
🔻 დააკვირდნენ, ამოიცნონ და გაითვალისწინონ სხვა ადამიანის ემოციები და გრძნობები;
🔻 განივითარონ ემპათიურობა;
🔻 საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გამოხატვა ან/და დაკმაყოფილება სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ფონზე;
🔻 ემოციების მართვის ტექნიკების გაცნობა/გამოყენება;
🔻 ეფექტიანი კომუნიკაცია, კომუნიკაციის მართვა;
🔻 სოციალური კონტექსტის გათვალისწინება;
🔻 უცხო გარემოში ადაპტაცია;
📌კურსის ფორმატი
შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს:
🔹 მცირე ჯგუფებში მუშაობა;
🔹ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;
🔹 ფსიქოლოგიური თამაშები;
🔹 სიმულაციები;
🔹კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;
📜 სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს ბავშვები/მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.
👩🏫 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.
⏳კურსის დასაწყისი და დასასრული:
🔹 7-8 და 9-11 წლის ასაკისთვის 17 ივნისიდან – 17 ივლისამდე.
🔹 13-14 და 15-17 წლის ასაკისათვის 17 ივნისიდან – 20 ივლისამდე.
⏰შეხვედრის ხანგრძლივობა:
🔹 7-8 წლისთვის 1საათი და 30 წუთი.
🔹 11-17 წლის ბავშვებისთვის 1 საათსა და 45 წუთი.
📍 მისამართები: თ. იოსებიძის 57 (საბურთალო) აზროვნების აკადემია

