მკითხველთა კლუბი

WhatsApp Image 2024-02-02 at 13.33.02

📚 იწყება რეგისტრაცია „აზრაკის მკითხველთა კლუბში” 7- 14 წლის მოსწავლეებისთვის! 

 
✨ მხატვრული ლიტერატურის კითხვა ეხმარება მოზარდს წარმოსახვის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარების განვითარებაში. ასევე, ბავშვებს უვითარდებათ სხვისი გამოცდილების გაზიარების და ემპათიის უნარი.
 
🔷 აზროვნების აკადემია გთავაზობთ მკითხველთა კლუბს, სადაც ენთუზიაზმით სავსე ლიტერატურის მასწავლებლები ეცდებიან უმეგზურონ მოზარდებს მხატვრული ლიტერატურის სამყაროში!
 

📒  კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები გაეცნობიან და განიხილავენ ტექსტებს, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ლიტერატურიდან.

 

📌  კურსის მიზანი: 

  მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები, თამაშები, დისკუსიები, სწავლების თანამედროვე მეთოდები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად. თემატური სავარჯიშოები მათში აღვივებს ცნობისმოყვარეობას, კითხვისადმი მოტივაციას, ეხმარება წაკითხულის უკეთ გააზრებასა და განზოგადებაში.

 
🙋🏻   ვის შეუძლია მონაწილეობა:
კურსში მონაწილეობა შეუძლია 7 დან 14 წლის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს, რომელიც
დაინტერესებულია შემოუერთდეს მკითხველთა კლუბს.
 
📜  სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
 
👩‍🏫  პედაგოგები:
კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ლიტერატურის მასწავლებლები.
 
⏰ შეხვედრის განრიგი და დრო: 

შეხვედრის დასაწყისი: 24-25 თებერვალი
შეხვედრის დასრულების დღე: 15-16 ივნისი
შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში 1 დღე , შაბათ ან კვირა დღეს
 
⌛️შეხვედრის  ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 45 წუთს.
 
💵   კურსის ღირებულება: 1 თვის (4 შეხვედრის) საფასურია 145 ლარი. 
დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება. 
 

📍შეხვედრების ადგილი:

 პ.ქავთარაძის 44

 

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40