თვითრეალიზაცია და ურთიერთობის ფსიქოლოგია

მოზარდები კურსები-06

💡  თანამდროვე კვლევები აჩვენებენ, რომ მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის

ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია თვითრეალიზაციის განცდა.

🔰  თვითრეალიზაცია და კომუნიკაცია ისეთი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას
მოიაზრებს, რომელიც ასევე პასუხობს პუბერტატის (გარდატეხის) ასაკის ფსიქო-
სოციალური განვითარების კრიზისსა და საჭიროებას: 

🔹თვითრეალიზაცია საჭიროებს საკუთარ თავთან და გარემოსთან კონტაქტის განვითარებას. 
🔹საკუთარი იდენტობის, ღირებულებების, სურვილების გამორკვევას;
 🔹საკუთარი არსებობის ღირებულების გაცნობიერებას; 
🔹დამხმარე თვითშეფასების განვითარებას; 
🔹საჭიროებების გამორკვევას ამ საჭიროებების გამოხატვასა და სოციალურად მისაღები გზით დაკმაყოფილებას.
✅მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია
ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა
პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.
🔷  პროგრამის ნაწილია თვეში 
ერთი სალექციო 
შეხვედრა მონაწილეთა
მშობლებისთვის, ბავშვის
 აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური  თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგთან. 
🎯  კურსის მიზანი: 
კურსის მიზანია თვითრეალიზაციისა და სოციალური
კეთილდღეობისთვის დამხმარე ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების
განვითარება.
კურსის მიზანია, რომ
მისი
გავლის შემდეგ მონაწილეებმა 
შეძლონ: 
✔ განივითარონ საკუთარ თავთან კომუნიკაციის უნარები, თვითცნობიერება;
✔ გააცნობიერონ საკუთარი იდენტობა და ძირითადი ღირებულებები;
✔ გააცნობიერონ საკუთარი არსებობის ღირებულება;
✔ გააცნობიერონ და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატონ მათი სურვილები,
საჭიროებები და ემოციები;
✔ გაიღრმაონ/შეინარჩუნონ მოტივაცია – გააცნობიერონ საკუთარი სურვილები და
მიზნები და მასთან დამაკავშირებელი გზები;
✔ საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად (განივითარონ დამხმარე
თვითშეფასება);
✔ დააკვირდნენ, ამოიცნონ და გაითვალისწინონ სხვა ადამიანის ემოციები და
გრძნობები;
✔ თვითდახმარება სტრესულ სიტუაციაში;
✔  ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები;
 

👉  ბავშვები გადანაწილდებიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  • 12-14
  • 15-17
📒    შეხვედრების ფორმატი:
შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან
ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების
შესაძლებლობა.
🧷   პროგრამა მოიცავს
ინტერაქციულ აქტივობებს:
🔷   მცირე ჯგუფებში მუშაობა;
🔷  პროქციული აქტივობები;
🔷   ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;
🔷   ფსიქოლოგიური თამაშები;
🔷   სიმულაციები;
🔷   კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;

🙋🏻  ვის შეუძლია მონაწილეობა:
კურსში მონაწილეობა შეუძლია 12 დან 17 წლის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს, რომელიც
დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

📌  კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან
ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი
დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების
გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.
კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც
ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.
 
📜  სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.
👩‍🏫  პედაგოგები:
კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები: ნინო ბუაძე და ნინი ელბაქიძე
⏳ ტრენინგ-კურსის ხანგრძივობა:
18 შეხვედრა, 4 თვენახევარი
შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში 1 დღე, შაბათს ან კვირას.
⌛️შეხვედრის  ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 45 წუთს.

💵 კურსის სრული ღირებულება: 855 ლარი 
💵თვიური გადასახადი: 190 ლარი
💵კურსის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
💵 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📍შეხვედრების ადგილი:

 პ.ქავთარაძის 44

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40