წიგნიერების კურსი


✨ აზროვნების აკადემია იწყებს წიგნიერების კურსს, 9-15 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის!
🟢 კურსი ორიენტირებული იქნება მოზარდების ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.
🔰 თანამედროვე სამყარო ადამიანის სააზროვნო უნარებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. იცლება სამყარო, იცვლება პროცესები და სიახლესთან ადაპტაცია აზროვნების ახალი სტრატეგიების განვითარებას საჭიროებს. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა.
🎯კურსის მიზანი
კურსი შინაარსობრივად იყოფა ორ ნაწილად, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებად. თითოეული ნაწილი ემსახურება სააზროვნო პროცესების კონკრეტულ მიზნებს.
💡ანალიტიკური ნაწილის მიზანია წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი მნიშვნელოვანი პროცესის განვითარება:
🔹 ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე ფოკუსირება და პოვნა;
🔹 ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება;
🔹 მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა;
🔹 აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება;
🔹 შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება;
🔹 კითხვის სტრატეგიებს დახვეწა;
🔹 ვიზუალური აზროვნების განვითარება;
📚 შემოქმედებითი ნაწილის მიზანია შემოქმედებითი აზროვნებისა და წერისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი პროცესის განვითარება:
🔹 შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის ეტაპების დაგეგმვა;
🔹 იდეების გენერირების სტრატეგიების დახვეწა;
🔹 იდეისა და მიზნის იდენტიფიცირება და მიზნის ფორმირება;
🔹 მიზნის შემოქმედებითად გარდასახვა;
🔹 ამბის თხრობის პრაქტიკის განვითარება;
🔹 მხატვრულ-გამომსახველობითი ენისა და ლექსიკის პრაქტიკური გამოყენება.
🟢 მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.
🟢ბავშვები გადანაწილდებიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
🔹 9-10
🔹 11-12
🔹 13-15
🟢შეხვედრების ფორმატი:
შეხვედრები იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით სავსე. შეხვედრების ფორმატი ეფუძნება კურსის მიზნებსა და მათი მიღწევის სტრატეგიებს. თითოეულ შეხვედრაზე მონაწილეებს ექნებათ სხვადასხვა შინაარსის მხატვრული და/ან არამხატვრული საკითხავი ტექსტები; აქტივობები, რომლებიც კითხვის სტრატეგიების განვითარებას შეუწყობს ხელს; ისინი შექმნიან ტექსტებს სხვადასხვა მიზნითა და სტრატეგიით. ასევე, გამოყენებულ იქნება ვერბალური, ვიზუალური, ვიდეო თუ აუდიო რესურსები. კურსი მოიცავს, როგორც დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულებას, ასევე ჯგუფურ დავალებებს.
📌კურსის ფარგლებში მონაწილეებს არ ექნებათ საშინაო დავალებები.
📜 სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
👩🏫 პედაგოგები:
კურსს გაუძღვება აზროვნების აკადემიის ლიტერატურის პედაგოგი: ნათია ჭკადუა
⏳ კურსის ხანგრძლივობა – 16 შეხვედრა (4 თვე)
⌛️შეხვედრის ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 45 წუთს.
🔖 კურსის საფასური – თვე (4 შეხვედრა) – 150 ლარი.
📌 მისამართები: პ.ქავთარაძის 44
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40