
„რატომ გვიჭირს დეპრესიის ცნობა შვილებში?“
სამიდან ორი მშობელი ამბობს, რომ გაუჭირდებოდათ, განესაზღვრათ აქვს თუ არა მათ შვილს დეპრესია. მშობლებისათვის შემაძრწუნებელია იმაზე ფიქრი, რომ მათ შეიძლება დეპრესია შვილებში ვერ შენიშნონ. სამწუხაროდ, ხშირად ეს მოლოდინი მართლდება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მცირე ნაწილი დეპრესიის მქონე შვილის დახმარებისათვის შესაბამის სპეციალისტს დროულად მიმართავს, საპირისპირო რამ გაცილებით ხშირად ხდება. როგორც წესი, იმ დროისთვის, როდესაც მშობლები დახმარებისათვის მომმართავენ, ბავშვი უკვე ძლიერ შფოთვასა და დათრგუნვილობას, დაახლოებით, ორი ან სამი წლის მანძილზე მაინც განიცდის. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დეპრესია და თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების სიხშირე