
„ურთიერთობების ფსიქოლოგია ბავშვებში“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
როდესაც ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ ადამიანის ადრეული ასაკიდან და ბავშვებთან ურთიერთობით. ალბათ გაგიგონიათ სიტყვები _ აუტიზმი და აუტისტური სპექტრი. უნდა ვიცოდეთ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი თავისთავად გადის განვითარების ასეთ სტადიას _ როცა ის თავის ფანტაზიებში იკეტება, საკუთარ თავს ელაპარაკება, თავისთვის თამაშობს და გარემოსთან ნაკლები კონტაქტი აქვს; ეს ბუნებრივია და არაფერი აქ საშიში არ არის. მეორე საყურადღებო მომენტი – გამოვლინებები უფრო გამძაფრებულია და ამაში მშობლების „წვლილიცაა“, რადგან 6 თვის ბავშვს უკვე აჩეჩებენ მობილურს (მე მინახავს, რომ 1 წლის ბავშვი უკვე ფლობს მობილურს _








