
სკოლაში დაბრუნების ემოციური გზამკვლევი
დაბრუნება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თავისუფალი რეჟიმის, დასვენების, ნაკლები ვალდებულებებისა და უდარდელობის დასასრულს გვამცნობს… სექტემბრის მოსვლა თითქოს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სასიამოვნო პერიოდი დასრულდა, რასაც ხშირად თან ერთვის გაღიზიანება, შფოთვა, სევდა და სხვა რთულად განცდადი ემოციები. გარდამავალი პერიოდისთვის მსგავსი თანმდევი ემოციები სრულიად ბუნებრივია. ცვლილების მოახლოებისას მოსალოდნელი ცვლილების შინაარსზე მეტად სტრესის მომტანი ის მოლოდინებია, რომლებიც ცვლილებების მიმართ ჩნდება. მოლოდინების ორი პოლარობა გარდამავალ ეტაპზე მოსწავლეების უმეტესობა ორი მიმართულებით იწყებს ფიქრს. წელს ყველაფერი იდეალურად იქნება – სწავლაში მეტი ძალისხმევა ჩაიდება, საქმე აღარ








