
რატომ და როგორ მივაჩვიოთ შვილები ხელგაშლილობას?
პატარა ასაკში ბავშვები ხშირად უარს ამბობენ საკუთარი სათამაშოების გაზიარებაზე და მათი ნივთების სხვისთვის თხოვებასაც განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან. ამ დროს მშობლები პატარების სიძუნწეზე დარდობენ ხოლმე და ცდილობენ, როგორღაც მათ სიკეთისა და ხელგაშლილობისაკენ უბიძგონ. ნოტრ დამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა „ხელგაშლილობის შესახებ“ ხელგაშლილობას განმარტავს, როგორც „სხვებისთვის თავისუფლად და გულუხვად სიკეთის მიცემას“. მშობელთა უმრავლესობას სურს, თავისი შვილი ასეთი დადებითი თვისების მატარებელი იყოს, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ხელგაშლილობა შეიძლება ისეთივე აუცილებელი აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის, როგორც ჯანსაღი კვება, ფიზიკური ვარჯიში და სწორი ძილი. როგორ მოქმედებს ხელგაშლილობა ბედნიერებაზე?








