თვითცნობიერება და თვითშეფასება მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს, როგორია, ჩვენი – ადამიანების წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებზე. თვითშეფასება, პირველ რიგში, მოიაზრებს თვითცნობიერების განვითარებას, საკუთარი უნიკალურობის, ღირებულების, სასურველი თუ ნაკლებად მისაღები მხარეების გაცნობასა და მიღებას. აღნიშნულის გაცნობიერებისა და მიღების შემდეგ კი შესაძლებელია საკუთარი ღირებულების მეტად აღქმა და შემძლეობის განცდის განვითარება. პროგრამის ნაწილი, ასევე მოიცავს ინტარპერსონალურ (საკუთარ თავთან) კომუნიკაციას, ინტერპერსონალური (გარემოსთან) კომუნიკაციასა და თვითრეალიზაციის მიმართულებას, რადგან კომუნიკაცია საკუთარ თავთან და გარემოსთან მეხმარება საკუთარი თავის კიდევ მეტად
