თვითცნობიერება და თვითშეფასება

თითშ

💡მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს, როგორია, ჩვენი – ადამიანების წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებზე.

🔰თვითშეფასება, პირველ რიგში, მოიაზრებს თვითცნობიერების განვითარებას, საკუთარი უნიკალურობის, ღირებულების, სასურველი თუ ნაკლებად მისაღები  მხარეების გაცნობასა და მიღებას. აღნიშნულის გაცნობიერებისა და მიღების შემდეგ კი შესაძლებელია საკუთარი ღირებულების მეტად აღქმა და შემძლეობის განცდის განვითარება.

🟢პროგრამის ნაწილი, ასევე მოიცავს ინტარპერსონალურ (საკუთარ თავთან) კომუნიკაციას,  ინტერპერსონალური (გარემოსთან) კომუნიკაციასა და თვითრეალიზაციის მიმართულებას, რადგან კომუნიკაცია საკუთარ თავთან და გარემოსთან მეხმარება საკუთარი თავის კიდევ მეტად აღქმასა და გაძლიერებაში, თვითრეალიზაცია კი არის ერთგვარი დასტური ისეთი საკუთარი თავის გარემოს მხრიდან მიმღებლობის, როგორიც ვარ სინამდვილეში.

👁‍🗨თვითცნობიერება და თვითშეფასება (კერძოდ საკუთარი თავის შემძლეობის აღქმა) ისეთი უნარების განვითარებას მოიაზრებს, რომელიც ასევე პასუხობს პუბერტატის (გარდატეხის) ასაკის ფსიქო-სოციალური განვითარების კრიზისსა და საჭიროებას: საკუთარი იდენტობის, ღირებულებების გამორკვევას, მიღებასა და სასურველი თვითშეფასების განვითარებას; საკუთარი ღირებულების დანახვას და რეალიზების გზის მიგნებას.

 

✅მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.

🔷პროგრამის ნაწილია ერთი სალექციო შეხვედრა მონაწილეთა მშობლებისთვის, ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგთან.

🎯კურსის მიზანი: 

კურსის მიზანია თვითცნობიერებისა და თვითშეფასების განვითარებისთვის დამხმარე ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება.

📝კურსის მიზანია, რომ მისი გავლის შემდეგ 

მონაწილეებმა შეძლონ: 

🔹განივითარონ თვითცნობიერებისთვის დამხარე უნარები;
🔹გაიღრმაონ ემოციური თვითცნობიერება;
🔹გააცნობიერონ საკუთარი იდენტობის ძირითადი ნაწილები;
🔹გააცნობიერონ საკუთარი არსებობის ღირებულება;
🔹გაიაზრონ, რომ ისინი თავიანთი ქცევით, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ გარემოსა და ადამიანებზე;
🔹საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად;
🔹საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გაცნობიერება და გამოხატვა ან/და დაკმაყოფილება სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ფონზე;
🔹საკუთარი თავის წარდგენა ჯგუფში;

📒 შეხვედრების ფორმატი:

შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

🧷პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს:

  • მცირე ჯგუფებში მუშაობა;
  • პროქციული აქტივობები;
  • ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;
  • ფსიქოლოგიური თამაშები;
  • სიმულაციები;
  • კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;

🙋🏻 ვის შეუძლია მონაწილეობა:

კურსში მონაწილეობა შეუძლია 12 დან 17 წლის ჩათვლით ნებისმიერ მოზარდს, რომელიც დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

🔹ტრენინგ ჯგუფი შედგება გასაუბრების შედეგად. 

📌კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.

კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.

📜სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩‍🏫პედაგოგები:

კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები.

⏳ ტრენინგ-კურსის ხანგრძივობა:

10 შეხვედრა, 1 თვე

⏰ შეხვედრის განრიგი და დრო: 

შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა;

⌛️შეხვედრის  ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 45 წუთს.

💵 კურსის ღირებულება: 390 ლარი

დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება. 

📍შეხვედრების ადგილი:

 პ.ქავთარაძის 44

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

0322 15 15 40