
მოზარდობა — დამნაშავე არავინაა, ყველა დამნაშავეა
ტექსტში შეგხვდებათ სპოილერები. Netflix-ის მინი-სერიალი „მოზარდობა“ (Adolescence) დეტექტივი არ არის, აქ გაუთქმელ საიდუმლოს, ამოუხსნელ დანაშაულს, შოკისმომგვრელ მოულოდნელობას ვერ შეხვდებით. პირველივე ეპიზოდის ბოლოს უკვე ყველაფერი ნათელია – ჯეიმი მილერმა მოკლა კეტი ლეონარდი, მისი თანატოლი გოგონა. ვიდეოჩანაწერში ყველაფერი ჩანს, კადრებს უყურებს დამნაშავე – თინეიჯერი ბიჭი, მამამისიც. პოლიციას უტყუარი მტკიცებულებები აქვს. საკითხავი აღარაა „ვინ“ – მთავარი კითხვაა „რატომ?“ სერიალი ერთ კონკრეტულ პასუხს არ გვთავაზობს. „მოზარდობა“ ანგრევს დამნაშავის ცნებას, ჟანრის კანონიკას. ამ ისტორიაში კონკრეტული ანტაგონისტი არ არსებობს, ყველაფერი ბევრად უფრო ჩახლართული და გაუგებარია. დანარჩენი