ემოციური ინტელექტის და მხატვრული ლიტერატურის საზაფხულო კურსი

1

🎉 აზროვნების აკადემიაში მიმდინარეობს რეგისტრაცია ემოციური ინტელექტის და მხატვრული ლიტერატურის საზაფხულო კურსზე 7-17 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის!

კურსის აღწერა

 📚 პროგრამა აერთიანებს მხატვრული ლიტერატურის და ფსიქოლოგიის მიმართულების, კერძოდ ემოციური ინტელექტის თემაზე შეხვედრებს.  

📣 იმისათვის, რომ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და ვიზრუნოთ პიროვნულ ზრდაზე, ჩვენ გვჭირდება ისტორიები და ამბები. საკუთარ მნიშვნელოვან შინაარსებთან კონტაქტი კი დამხმარეა გარესამყაროსთან უკეთესი კონტაქტისთვის, შესაბამისად, საკუთარი საჭიროებების ამოცნობისთვის და  დაკმაყოფილებისთვის სხვისი ინტერესების გათვალისწინების ფონზე.

📘ლიტერატურის მიმართულების შეხვედრები იმასთან ერთად რომ, დამხმარეა სხვისი გამოცდილებების ფონზე ისწავლო, დაფიქრდე, გააფართოვო თვალსაწიერი, აზროვნება გახდეს მეტად სიღრმისეული და ამავდროულად კრიტიკული, ასევე, იძლევა საკუთარი მნიშვნელოვანი შინაარსების, ისტორიების გადატანის, საკუთარ კომპლექსებთან, არაცნობიერ რთულ შინაარსებთან დაკავშრების შესაძლებლობას, შესაბამისად ის არის ცალკე აღებული დამხმარე და ზოგჯერ მოსამზადებელი ნიადაგი დამუშავდეს საკუთარი მნიშვნელოვანი ემოციური შინაარსები ფსიქოლოგიური მიმართულებით მუშაობისთვის.

 📖ლიტერატურის მიმართულებისა და ფსიქოლოგიის მიმართულების გაერთიანება სწორედ ამიტომ არის დამხმარე გამოცდილება პიროვნული ზრდისთვის. 

📝პროგრამის ფარგლებში არჩეულია ასაკობრივად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დამხმარეა პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის. თითოეულ თემაზე შერჩეულია შესაბამისი მხატვრული ლიტერატურა და ფსიქოლოგიური შინაარსის ტრენინგი, ერთმანეთის მონაცვლეობით.

 💡ემოციური ინტელექტის განვითარება მოიაზრებს ისეთი კომპეტენციებსა და უნარების განვითარებას, როგორიცაა, ემოციური თვითცნობიერება, ემოციური რეგულაცია, ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების და შენარჩუნების უნარები,  ემპათიურობა,  საკუთარი და სხვების ინტერესების გაგება  და გათვალისწინებასაკუთარი თავის შემძლე სუბიექტად აღქმა.

 

📒მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.

 

 კურსის მიზანი

 🌟კურსის მიზანია მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა. ასაკობრივად მნიშვნელოვანი და სხვა ისეთი საკითხების დამუშავება, რაც დამხმარეა პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის.

🎯 კურსი მიზნად ისახავსრომ მისი გავლის  შემდეგ ბავშვებმა შეძლონ:

🔻  საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად;

🔻  გაიღრმაონ ემოციური თვითცნობიერება;

🔻  გააცნობიერონ და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატონ მათი სურვილები და ემოციები;

🔻  დააკვირდნენ, ამოიცნონ და გაითვალისწინონ  სხვა ადამიანის ემოციები და გრძნობები;

🔻  იყვნენ ემპათიურები;

🔻  საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გამოხატვა ან/და დაკმაყოფილება სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ფონზე;

🔻  ემოციების მართვის ტექნიკების გაცნობა/გამოყენება;

🔻 ეფექტიანი კომუნიკაცია, კომუნიკაციის მართვა;

🔻  სოციალური კონტექსტის გათვალისწინება;

🔻 უცხო გარემოში ადაპტაცია;

 

📌კურსის ფორმატი

შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები  მაქსიმალურად იქნებიან ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

 პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს:

🔹 მცირე ჯგუფებში მუშაობა;

🔹ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;

🔹 ფსიქოლოგიური თამაშები;

🔹 სიმულაციები;

🔹კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;

 

📌 შეხვედრის ძირითადი თემები:

🔸ემოციები;

🔸 ბრაზის, იმედგაცრუების მართვა;

🔸 კომპექსები;

🔸 სუბიექტური აღქმა;

🔸 სხვა ადამიანის ემოციებისა და გრძობების ამოცნობა;

🔸 ემპათია;

🔸 ემოციების მართვა;

🔸 ქცევის ტიპები;

🔸 კომუნიკაცია;

🔸 თვითშეფასება;

🔸მიზნები და მოტივაცია;

🔸 თვითრეალიზაცია.

📜  სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს ბავშვები/მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩‍🏫 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის  ლიტერატურის პედაგოგები და ფსიქოლოგები.

კურსის დასაწყისი და დასასრული: დაიწყება 17 ივნისს და დასრულდება 26 ივლისს.

⏰ შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამი დღე, შუა კვირის დღეებში, კურსით გათვალისწინებული ერთი შეხვედრა მოიცავს ორ სესიას

 

შეხვედრის  ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 30 წუთს 7-10 წლის ბავშვებისთვის, ხოლო 11-17 წლის ბავშვებისთვის 1 საათსა და 45 წუთს.

💸  კურსის საფასურია 690 ლარი (ჯამში, 18 შეხვედრა). 
💸 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📍   მისამართი: თ. იოსებიძის 57                               
☎️  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 15 15 40