სკოლისათვის ფსიქო-ემოციური მზაობის საზაფხულო კურსი
🔰 აზროვნების აკადემიაში იწყება მიღება სკოლისათვის ფსიქო-ემოციური მზაობის საზაფხულო კურსზე 5-6 წლის ბავშვებისათვის!
კურსის აღწერა
📚 აკადემიური სწავლის დაწყება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები დგებიან ახალი გამოწვევების წინაშე: გაატარონ უფრო მეტი დრო მერხთან, ვიდრე ამის სურვილი აქვთ, ყურადღებით უსმინონ მასწავლებელს და შეასრულონ ინსტრუქციები; ისწავლონ რიგითობის დაცვა; გაუმკლავდნენ არასასურველ შეფასებებს და ა. შ.
🔰განვითარების ფსიქოლოგია ხაზს უსვამს ბავშისა და მოზარდის სოციალიზაციის მნიშნელობას სკოლაში, აკადემიური განათლების მიღებასთან ერთან. მეტიც, აკადემიური ცოდნის მიღებისა და გამოყენების ხარისხზე გავლენას ახდენს ისეთი უნარები და კომპეტენციები, როგორიცაა:
🔸 ემოციების მართვა
🔸 ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი
🔸 ემპათია
🔸 გუნდური მუშაობა
🔸 საკუთარი თავის წარდგენა
🔸 თვითრეალიზაცია
🔸 ეფექტიანი კომუნიკაცია
🔸 საკუთარი და სხვების ინტერესების გაგება და გათვალისწინება.
🎯კურსის მიზანი
🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.
🌟 შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები ასევე მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
🌟 ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.
📌კურსის ფორმატი
ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ჯგუფში ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც დამხმარეა ემოციური თვითრეგულაციისა და ისეთი სოციალური უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა: თანამშრომლობა, გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი ღირებულების აღქმა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.
🧩კურსში შემავალი აქტივობები
თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას.
- 🎨არტთერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერხებლი ფაქტორები.
- 🎯ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უვითარდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ✅ როლური თამაშები – ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას, წარმოსახვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს.
- სამაგიდო თამაშები: ბავშვებს უვითარდეებათ რიგითობის დაცვის, სხვისი გათვალიწინების, ყურადღების კონცენტრაციის უნარები, ნატიფი მოტორიკა.
- 🌟ფიზიკური აქტივობები- თამაშები , რომელიც ემოციური რეგულაციის უნარის, მსხვილი მოტორიკის განვითარებაზეა მიმართული.
- ✅ შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა – წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.
- ✌️ლოგიკა – მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების, კრიტიკული აზროვნების უნარის, ყურადღების, მეხსიერების უნარების განვითარებას.
📜 სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს ბავშვები/მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.
👩🏫 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები
⏳ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წუთი.
💸 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
📍 მისამართი: თ. იოსებიძიძის 57.
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40