თვითრეალიზაციისა და კომუნიკაციის კურსი
იწყება რეგისტრაცია თვითრეალიზაციის და ურთიერთობის ფსიქოლოგიის კურსზე 9-17 წლის მოზარდებისათვის!
💡 თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის
ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია თვითრეალიზაციის განცდა.
🔰თვითრეალიზაციის პროცესისათვის აუცილებელია ინტრაპერსონალური (საკუთარ თავთან) და ინტერპერსონალური (სხვა ადამიანებთან) კომუნიკაციის განვითარება.
🔰თვითრეალიზაცია და კომუნიკაცია ისეთი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას მოიაზრებს, რომელიც ასევე პასუხობს ფსიქო – სოციალური განვითარების კრიზისებსა და საჭიროებას:
🔹თვითრეალიზაცია საჭიროებს საკუთარ თავთან და გარემოსთან კონტაქტის განვითარებას.
🔹საკუთარი იდენტობის, ღირებულებების, სურვილების გამორკვევას;
🔹საკუთარი არსებობის ღირებულების გაცნობიერებას;
🔹დამხმარე თვითშეფასების განვითარებას;
🔹საჭიროებების გამორკვევას ამ საჭიროებების გამოხატვასა და სოციალურად მისაღები გზით დაკმაყოფილებას.
✅მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია
ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა
პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.
🔷პროგრამის ნაწილია ერთი სალექციო შეხვედრა მონაწილეთა მშობლებისთვის, ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის
ფსიქოლოგთან.
🎯 კურსის მიზანი:
კურსის მიზანია თვითრეალიზაციისა და სოციალური კეთილდღეობისთვის დამხმარე ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება.
კურსის მიზანია, რომ მისი გავლის შემდეგ მონაწილეებმა შეძლონ:
✔ განივითარონ საკუთარ თავთან კომუნიკაციის უნარები, თვითცნობიერება;
✔ გააცნობიერონ საკუთარი იდენტობა და ძირითადი ღირებულებები;
✔ გააცნობიერონ საკუთარი არსებობის ღირებულება;
✔ გააცნობიერონ და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატონ მათი სურვილები,
საჭიროებები და ემოციები;
✔ გაიღრმაონ/შეინარჩუნონ მოტივაცია – გააცნობიერონ საკუთარი სურვილები და
მიზნები და მასთან დამაკავშირებელი გზები;
✔ საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად (განივითარონ დამხმარე
თვითშეფასება);
✔ დააკვირდნენ, ამოიცნონ და გაითვალისწინონ სხვა ადამიანის ემოციები და
გრძნობები;
✔ თვითდახმარება სტრესულ სიტუაციაში;
✔ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები;
📒 შეხვედრების ფორმატი:
შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან
ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების
შესაძლებლობა.
მოზარდები გადანაწილდებიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- 9-11
- 12-14
- 15-17
🧷 პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს:
🔷 მცირე ჯგუფებში მუშაობა;
🔷 პროქციული აქტივობები;
🔷 ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;
🔷 ფსიქოლოგიური თამაშები;
🔷 სიმულაციები;
🔷 კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;
🙋🏻 ვის შეუძლია მონაწილეობა:
კურსში მონაწილეობა შეუძლია 9-დან 17 წლის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს, რომელიც
დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.
📌 კურსის ფორმატი:
შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან
ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი
დატვირთული იქნება პრაქტიკული, საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების
გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.
კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც
ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.
📜 სერტიფიცირება:
კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.
👩🏫 პედაგოგები:
კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები: ნინი ელბაქიძე და გიორგი გუჯაბიძე
⏳ ტრენინგ-კურსის ხანგრძივობა:
16 შეხვედრა, (4 თვე)
⏰ შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში 1 დღე, შაბათს ან კვირას.
⌛️შეხვედრის ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 45 წუთს.
💵 კურსის სრული ღირებულება: 590 ლარი (ერთიანად გადახდის შემთხვევაში).
💵თვიური გადასახადი: 190 ლარი.
💵დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
📍შეხვედრების ადგილი: ვაკე, ირაკლი აბაშიძის 77
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

