პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების საზაფხულო პროგრამა
პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიური საზაფხულო პროგრამა 🔰 აზროვნების აკადემიაში იწყება რეგისტრაცია პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიურ საზაფხულო პროგრამაზე 3-6 წლის ბავშვებისათვის! ასაკობრივი კატეგორიები : 🔸3-4 წლის ჯგუფი 🔸5-6 წლის ჯგუფი (სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის ინტენსიური კურსი). 🌟 კურსის აღწერა 🔶 პიროვნების ფსიქო-სოციალური და ემოციური განვითარება დაბადებიდან იწყება. მენტალური ჯანმრთელობისთვის დამხმარე უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების, გრძნობებისა და განწყობების გაგება, ემოციური თვითრეგულაცია, ემპათია, სხვისი გათვალისწინება, საკუთარი მნიშვნელობის აღქმა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია ადრეული განვითარების პერიოდი. 🔶 კურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობები დამხმარეა განავითაროს ბავშვებში კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური
